THE AGE OF AI
11 ნოემბერი, 2026
ახლა AI-ში
  1. GeminiGemini for healthcare: AI სისტემა მედიცინისთვის
  2. AnthropicClaude-ის ახალი ფუნქციები: Sheets, Whiteboards და აპები
  3. ChatGPTBusinesses in ChatGPT: ახალი ფუნქციები ბიზნესებისთვის
  4. GeminiGemini 4 Carbon: მოდელი უკვე API-სა და Ultra-შია
  5. GeminiGoogle DeepMind-მა Gemini Robotics 2.5 წარადგინა: რობოტი უფრო ოსტატურად მოქმედებს
  6. NvidiaNVIDIA-მ GR00T 2 წარადგინა: რობოტი ჯერ წარმოიდგენს, მერე მოქმედებს
  7. AnthropicAnthropic-მა Claude Fable 5.2 და Mythos 5.2 გამოუშვა
  8. MetaMuse Ember: პატარა მოდელი აგენტების განმეორებადი სამუშაოსთვის
  9. GoogleGoogle-მა TPU 8tx და TPU 8i Max წარადგინა
  10. SpaceXSISpaceX Starbase-ში ელექტროსადგურისა და სუპერკომპიუტერის აშენებას გეგმავს: პირველი ეტაპები დაახლოებით 24 მილიარდი დოლარი დაჯდება
  11. მოვლენაGTA 6-ის გამოსვლამდე 10 დღე დარჩა: ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
  12. მოვლენაჯენსენ ჰუანგის გამოძიება: ჯაშუშობაზე ცნობების შემდეგ მოკვლევა დაიწყო

AI პრომპტები ქართულად

AI პრომპტები ქართულად – მზა, გამოცდილი შაბლონების ბიბლიოთეკა ChatGPT-სთვის, Claude-სთვის, Gemini-სა და სხვა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებისთვის. აირჩიე კატეგორია, დააკოპირე შაბლონი ერთი ღილაკით, ჩაანაცვლე [კვადრატულ ფრჩხილებში] მოცემული ადგილები შენი ინფორმაციით და ჩასვი ნებისმიერ AI ჩატბოტში.

პრომპტები: 98 | კოპირებულია: 155-ჯერ |
1

CV-ის შექმნა ნულიდან

ქმნის პროფესიონალურ CV-ს შენი გამოცდილების მიხედვით

სამსახური და CV 16
შექმენი პროფესიონალური CV ქართულ ენაზე შემდეგი მონაცემებით: [ჩაწერე შენი განათლება, სამუშაო გამოცდილება, უნარები]. გამოიყენე თანამედროვე, კომპაქტური სტრუქტურა: პროფესიული შეჯამება (3-4 წინადადება), გამოცდილება მიღწევებზე აქცენტით (თითო პოზიციაზე 2-3 კონკრეტული შედეგი ციფრებით), განათლება, უნარები. ტონი: თავდაჯერებული, გადაჭარბების გარეშე.
გვერდი →
2

სამოტივაციო წერილი ვაკანსიაზე

წერს სამოტივაციო წერილს, რომელიც შენს მიღწევებს ვაკანსიის მოთხოვნებს უკავშირებს

სამსახური და CV 14
დაწერე სამოტივაციო წერილი ქართულად ამ ვაკანსიაზე: [ჩასვი ვაკანსიის ტექსტი]. ჩემი გამოცდილება: [მოკლედ აღწერე]. წერილი იყოს მაქსიმუმ 250 სიტყვა, დაიწყოს კონკრეტული მიზეზით რატომ მაინტერესებს ეს კომპანია, შუაში დააკავშიროს ჩემი 2-3 მიღწევა ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასრულდეს მოწვევის თხოვნით. მოერიდე კლიშეებს.
გვერდი →
3

CV-ის მორგება კონკრეტულ ვაკანსიაზე

არსებულ CV-ს კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნებს არგებს

სამსახური და CV 11
აქ არის ჩემი CV: [ჩასვი CV-ის ტექსტი]. აქ არის ვაკანსია, რომელზეც ვაპირებ გაგზავნას: [ჩასვი ვაკანსიის ტექსტი]. გადააკეთე CV ისე, რომ ამ ვაკანსიას მაქსიმალურად მოერგოს: წინ წამოწიე რელევანტური გამოცდილება, გამოიყენე ვაკანსიის ტექსტში ნახსენები საკვანძო სიტყვები (ბუნებრივად, ხელოვნური გამეორების გარეშე), ამოიღე ან შეამოკლე ის ნაწილები, რაც ამ პოზიციისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. არაფერი მოიგონო - მხოლოდ არსებული ფაქტები გადააწყვე.
გვერდი →
4

Facebook რეკლამის ტექსტი

წერს სარეკლამო ტექსტს სამი განსხვავებული კუთხით

ბიზნესი და მარკეტინგი 7
დაწერე Facebook რეკლამის ტექსტი ქართულად. პროდუქტი: [აღწერე]. აუდიტორია: [ვინ]. მიზანი: [გაყიდვა/ლიდი/ტრაფიკი]. მომეცი 3 ვარიანტი სხვადასხვა ფსიქოლოგიური კუთხით: 1) პრობლემა→გადაწყვეტა, 2) სოციალური მტკიცებულება (როგორ ისარგებლეს სხვებმა), 3) დაკარგვის შიში ან დროის ლიმიტი (მხოლოდ თუ რეალურია). თითო: hook პირველი 5 სიტყვით, ძირითადი ტექსტი მაქსიმუმ 80 სიტყვა, მკაფიო მოწოდება. ჰიპერბოლების და ცრუ დაპირებების გარეშე.
გვერდი →
5

პრეზენტაციის სლაიდების ტექსტი

თემას აქცევს სლაიდების გეგმად სათაურებით, მოკლე პუნქტებით და სპიკერის შენიშვნებით

ტექსტები და წერა 6
მოამზადე [რაოდენობა] სლაიდიანი პრეზენტაცია თემაზე: [თემა]. აუდიტორია: [ვის წინაშე], ხანგრძლივობა: [წუთი], მიზანი: [მაგ. დაფინანსების მოპოვება]. თითო სლაიდზე მომეცი: სათაური (მაქს. 6 სიტყვა), 3 მოკლე პუნქტი, ვიზუალის იდეა და სპიკერის შენიშვნა 2-3 წინადადებით. პირველი სლაიდი იწყებოდეს ყურადღების მიპყრობით, ბოლო სრულდებოდეს მკაფიო მოწოდებით.
გვერდი →
6

ქართული ტექსტის კორექტურა

ასწორებს ორთოგრაფიულ, პუნქტუაციურ და სტილისტურ შეცდომებს ახსნით

ტექსტები და წერა 6
შენ ხარ ქართული ენის კორექტორი. გაასწორე ეს ტექსტი: [ჩასვი ტექსტი]. შეასწორე ორთოგრაფია, პუნქტუაცია, ბრუნვა და შეთანხმება, ასევე კალკები (რუსულიდან ან ინგლისურიდან სიტყვასიტყვით გადმოტანილი ფრაზები). სტილი და აზრი არ შეცვალო. ჯერ მომეცი გასწორებული ტექსტი, შემდეგ ცხრილი: შეცდომა → შესწორება → მოკლე ახსნა. თუ რომელიმე ადგილი ორაზროვანია, არ გამოიცნო — ცალკე მონიშნე.
გვერდი →
7

ბიზნეს-იდეის შეფასება

აანალიზებს იდეას ქართული ბაზრის კონტექსტში

ბიზნესი და მარკეტინგი 6
შეაფასე ეს ბიზნეს-იდეა საქართველოს ბაზრისთვის: [აღწერე იდეა]. გააანალიზე: 1) ვინ არის რეალური მომხმარებელი და რამდენად დიდია ეს სეგმენტი, 2) ვინ არიან არსებული კონკურენტები/ალტერნატივები, 3) სამი ყველაზე დიდი რისკი, 4) რითი უნდა დაიწყო მინიმალური ბიუჯეტით პირველ 3 თვეში, 5) გულახდილი ვერდიქტი: ღირს თუ არა და რატომ.
გვერდი →
8

კოდის ახსნა

ხსნის უცნობ კოდს გასაგებად

კოდი 6
ამიხსენი ეს კოდი ქართულად: [ჩასვი კოდი]. ფორმატი: 1) ერთი აბზაცით რას აკეთებს მთლიანობაში, 2) მთავარი ბლოკების ახსნა თანმიმდევრობით (რატომ არის ასე დაწერილი და არა უბრალოდ რას წერია), 3) სად შეიძლება გატყდეს ან რა edge case-ია გაუთვალისწინებელი, 4) ერთი კონკრეტული გაუმჯობესების იდეა.
გვერდი →
9

პორტფოლიოს ქეისის აღწერა

პროექტს აღწერს პრობლემა → მიდგომა → შედეგის სტრუქტურით

სამსახური და CV 5
დამეხმარე პორტფოლიოსთვის პროექტის აღწერის (ქეისის) დაწერაში. პროექტი: [რა იყო]. ჩემი როლი: [რას ვაკეთებდი]. პრობლემა: [რა უნდა გადაწყვეტილიყო]. რა გავაკეთე: [ნაბიჯები]. შედეგი: [ციფრები ან ცვლილებები]. სტრუქტურა: სათაური, ერთწინადადებიანი შეჯამება, კონტექსტი, გამოწვევა, ჩემი მიდგომა, შედეგი, რა ვისწავლე. 250–350 სიტყვა. გუნდის წვლილი ჩემად არ წარმოადგინო და შედეგები არ გაზარდო; სადაც ციფრი აკლია, მკითხე.
გვერდი →
10

100 ახალი კლიენტის მოზიდვის გეგმა

თუ არ იცი საიდან დაიწყო მომხმარებლების მოძიება, ეს პრომპტი შეგიქმნის პრაქტიკულ სამოქმედო გეგმას პირველი 100 კლიენტის მოსაზიდად

ბიზნესი და მარკეტინგი 5
შენ ხარ ზრდის (Growth Marketing) სპეციალისტი, რომელიც მცირე ბიზნესებს ნულიდან ზრდაში ეხმარება. ჩემი ბიზნესი: [აღწერა] მინდა მომიმზადო პრაქტიკული გეგმა, როგორ მოვიზიდო პირველი 100 გადამხდელი მომხმარებელი. გეგმა დაყავი ეტაპებად. თითოეულ ეტაპზე დაწერე: * კონკრეტული ქმედებები; * რომელი პლატფორმებია საუკეთესო; * რა ტიპის კონტენტი უნდა შევქმნა; * რა ბიუჯეტი დამჭირდება; * რა შედეგს უნდა ველოდო. პრიორიტეტი მიანიჭე ისეთ მეთოდებს, რომლებიც მინიმალურ ბიუჯეტს საჭიროებს
გვერდი →
11

LinkedIn პროფილის გაძლიერება

წერს პროფესიონალურ About სექციას და headline-ს

სამსახური და CV 5
დამიწერე LinkedIn-ის headline და About სექცია. ჩემი პროფესია და გამოცდილება: [აღწერე]. Headline იყოს მაქსიმუმ 120 სიმბოლო და შეიცავდეს ჩემს მთავარ ღირებულებას დამსაქმებლისთვის. About - 3 მოკლე აბზაცი პირველ პირში: რას ვაკეთებ და ვისთვის, კონკრეტული მიღწევები ციფრებით, რას ვეძებ. ტონი პროფესიონალური მაგრამ ცოცხალი, კორპორატიული კლიშეების გარეშე.
გვერდი →
12

პერსონალური სასწავლო გეგმა

სასწავლო მიზანს გარდაქმნის ყოველდღიურ დავალებებად და პროგრესის საზომებად

სწავლა 4
შენ ხარ ჩემი სასწავლო მენტორი. მინდა ვისწავლო [თემა/უნარი]. ჩემი დონე: [აღწერე]. მიზანი: [კონკრეტულად რისი გაკეთება მინდა]. ვადა: [პერიოდი]. დღეში შემიძლია დავუთმო [წუთი]. შეადგინე კვირებად დაყოფილი გეგმა თეორიით, პრაქტიკითა და გამეორებით. თითოეული კვირისთვის მიუთითე ხელშესახები შედეგი და მისი შემოწმების გზა. პირველი 7 დღე დეტალურად გაწერე. დაამატე ერთი შემაჯამებელი პროექტი და გეგმის გამარტივებული ვარიანტი იმ დღეებისთვის, როცა მხოლოდ 15 წუთი მაქვს. თუ ჩემი მიზანი მოცემულ დროში არარეალისტურია, ახსენი რატომ და შემომთავაზე მიღწევადი მოცულობა.
გვერდი →
13

ლოგოს კონცეფცია

მინიმალისტური ლოგოს იდეა დიზაინერთან სამუშაო ესკიზისთვის

სურათები 3
Minimalist logo concept for a [ბიზნესის სფერო] brand, simple geometric icon representing [სიმბოლო], flat vector style, [ფერები] color palette, clean lines, white background, scalable, no gradients, no text --ar 1:1
გვერდი →
14

ვებ-აპლიკაციის შექმნა

ქმნის პროექტის სტრუქტურას

კოდი 3
შენ ხარ Full Stack Developer. დამიგეგმე ვებ-აპლიკაცია: [იდეა] აღწერე: * ტექნოლოგიები * Backend * Frontend * Database * API * ფოლდერების სტრუქტურა * განვითარების ეტაპები
გვერდი →
15

ნებისმიერი თემის ახსნა მარტივად

ხსნის რთულ ცნებებს ეტაპობრივად, მაგალითებით

სწავლა 3
ამიხსენი [თემა] ისე, თითქოს არაფერი ვიცი ამ სფეროზე. სტრუქტურა: 1) ერთი წინადადებით რა არის ეს, 2) ყოველდღიური ცხოვრების ანალოგია, 3) როგორ მუშაობს ეტაპობრივად, 4) ერთი გავრცელებული მცდარი წარმოდგენა ამ თემაზე, 5) სამი კითხვა ჩემი ცოდნის შესამოწმებლად. ქართულად, მარტივი ენით.
გვერდი →
16

გასაუბრებისთვის მომზადება

გამომცდელის როლში გისვამს გასაუბრების კითხვებს და თითო პასუხს გიფასებს

სამსახური და CV 3
იყავი გამომცდელი HR მენეჯერი. ვემზადები გასაუბრებისთვის პოზიციაზე: [პოზიცია]. დამისვი 8 ყველაზე სავარაუდო კითხვა ამ პოზიციისთვის - ჯერ 4 ზოგადი, მერე 4 ტექნიკური/სიტუაციური. თითო ჩემი პასუხის შემდეგ შემიფასე: რა იყო კარგი, რა გავაუმჯობესო, და როგორ უპასუხებდა იდეალური კანდიდატი.
გვერდი →
17

ინფოგრაფიკის ვიზუალური კონცეფცია

მონაცემებს ან პროცესს აქცევს გასაგები ინფოგრაფიკის განლაგებად და გამოსახულების პრომპტად

სურათები 2
მინდა ინფოგრაფიკა თემაზე: [თემა]. მონაცემები/ნაბიჯები: [ჩასვი]. ფორმატი: [მაგ. 1080x1350 Instagram-ისთვის]. ჯერ შემომთავაზე განლაგება: სათაური, ბლოკების თანმიმდევრობა, რომელი მონაცემი რა ტიპის დიაგრამით ან ხატულით გამოვსახო, ფერთა პალიტრა 3-4 ფერით. შემდეგ დაწერე ინგლისური პრომპტი გამოსახულების გენერატორისთვის ფონური ილუსტრაციისთვის, ტექსტის გარეშე, რომ ქართული წარწერები შემდეგ ცალკე დავამატო.
გვერდი →
18

რეკომენდაციის წერილი თანამშრომლისთვის

მენეჯერს ან კოლეგას ეხმარება კონკრეტული და სანდო რეკომენდაციის დაწერაში

სამსახური და CV 2
დამიწერე რეკომენდაციის წერილი ჩემი [თანამშრომლის/კოლეგის/სტუდენტის] შესახებ. სახელი: [სახელი], ერთად ვმუშაობდით: [პერიოდი და როლები], მისი ძლიერი მხარეები: [ჩამოწერე], კონკრეტული მიღწევები: [1-3 მაგალითი]. წერილი იყოს 200-250 სიტყვა, ოფიციალური, მაგრამ თბილი ტონით; თითო ძლიერ მხარეს ახლდეს მაგალითი, ზოგადი ქება კი არა. დაასრულე საკონტაქტო მზადყოფნით.
გვერდი →
19

სავარჯიშო ტესტი ნებისმიერ თემაზე

ქმნის გამოცდისთვის მოსამზადებელ ტესტს პასუხებითა და ახსნებით

სწავლა 2
შენ ხარ გამოცდილი მასწავლებელი. თემა: [თემა]. დონე: [სკოლა/უნივერსიტეტი/დამწყები]. შემიდგინე 15-კითხვიანი ტესტი: 8 დახურული კითხვა (4 სავარაუდო პასუხით), 4 ღია კითხვა და 3 პრაქტიკული ამოცანა. სირთულე თანდათან გაზარდე. არასწორ ვარიანტებს ჰქონდეთ დამაჯერებელი, მაგრამ მცდარი ლოგიკა. პასუხები და ახსნები ცალკე, ბოლოში მომეცი, რომ ჯერ თვითონ ვცადო.
გვერდი →
20

ესეს შეფასება კრიტერიუმებით

აფასებს ნაშრომს და აჩვენებს გაუმჯობესების გზებს ტექსტის გადაწერის გარეშე

სწავლა 2
შეაფასე ჩემი ესე: [ჩასვი ტექსტი]. დავალება ან თემა: [აღწერე]. შეფასების კრიტერიუმები: [თუ მოცემულია; თუ არა — თეზისი, არგუმენტაცია, სტრუქტურა, ენა]. თითო კრიტერიუმზე: ქულა 10-დან, რა არის ძლიერი და კონკრეტულად რომელი ადგილი გავაუმჯობესო. ტექსტი ჩემ ნაცვლად არ გადაწერო — მომეცი მიმართულება და 2–3 მაგალითი, როგორ შეიძლება სუსტი წინადადების გაძლიერება.
გვერდი →
21

წიგნის მთავარი იდეები

აჯამებს წიგნის საკვანძო იდეებს და მათ პრაქტიკულ გამოყენებას

სწავლა 2
მიამბე წიგნის „[სათაური]“ ([ავტორი]) მთავარი იდეები. ფორმატი: 1) წიგნის მთავარი არგუმენტი 3 წინადადებით, 2) 5–7 საკვანძო იდეა მოკლე ახსნით, 3) როგორ გამოვიყენო ეს იდეები [ჩემს სფეროში/ყოველდღიურობაში], 4) წიგნის მიმართ არსებული ძირითადი კრიტიკა. თუ წიგნს კარგად არ იცნობ ან რამეში დარწმუნებული არ ხარ, პირდაპირ მითხარი და შინაარსი არ მოიგონო.
გვერდი →
22

კერძის ფოტო მენიუსთვის

მადისაღმძვრელი ფოტო რესტორნის მენიუსა და სოციალური ქსელისთვის

სურათები 2
Overhead food photography of [კერძი], served on [თეფში/ზედაპირი], natural side window light, fresh garnish, shallow depth of field, warm appetizing tones, rustic wooden table, editorial restaurant menu style, high detail --ar 4:5
გვერდი →
23

სამსახურიდან წასვლის წერილი

პროფესიონალურად გეხმარება სამსახურის დატოვებაში ურთიერთობის შენარჩუნებით

სამსახური და CV 2
დამიწერე სამსახურიდან წასვლის განცხადება და ხელმძღვანელისთვის მოკლე პირადი წერილი. პოზიცია: [პოზიცია]. ბოლო სამუშაო დღე: [თარიღი]. წასვლის მიზეზი: [მიზეზი ან „არ მივუთითებ“]. ურთიერთობა ხელმძღვანელთან: [კარგი/ნეიტრალური/დაძაბული]. ტონი: პროფესიონალური და პოზიტიური, ბრალდებების გარეშე. შემომთავაზე, საქმეების გადაბარებაში რით შემიძლია დახმარება. ოფიციალური განცხადება იყოს მოკლე და მიღებული ფორმატით.
გვერდი →
24

თვითშეფასება წლიური შეფასებისთვის

მიღწევებს შედეგზე ორიენტირებულად აყალიბებს და შემდეგი წლის მიზნებს გთავაზობს

სამსახური და CV 2
ვემზადები წლიური შეფასებისთვის. პოზიცია: [პოზიცია]. ამ პერიოდის მიღწევები: [ჩამოთვალე, თუნდაც უხეშად]. გამოწვევები და რაც ვერ მოხერხდა: [აღწერე]. შემდეგი წლის მიზნები: [თუ ვიცი]. დამეხმარე თვითშეფასების დაწერაში: მიღწევები ჩამოაყალიბე შედეგზე ორიენტირებულად (სიტუაცია → ქმედება → შედეგი), წარუმატებლობები — გულწრფელად, დასკვნებით, და შემომთავაზე 3 გაზომვადი მიზანი. ბოლოს დამიწერე 3 კითხვა, რომელიც ხელმძღვანელს შეხვედრაზე უნდა დავუსვა.
გვერდი →
25

SWOT ანალიზი

აანალიზებს ბიზნესის ძლიერ და სუსტ მხარეებს და გამოაქვს პრიორიტეტული ქმედებები

ბიზნესი და მარკეტინგი 2
შეადგინე SWOT ანალიზი ჩემი ბიზნესისთვის. ბიზნესი: [აღწერე]. ბაზარი და ქალაქი: [მიუთითე]. მთავარი კონკურენტები: [ჩამოთვალე ან „არ ვიცი“]. რესურსები: [გუნდი, ბიუჯეტი, არხები]. თითო კვადრატში 4–6 კონკრეტული პუნქტი, ზოგადი ფრაზების გარეშე. შემდეგ შეადგინე TOWS მატრიცა: როგორ გამოვიყენო ძლიერი მხარეები შესაძლებლობებისთვის და როგორ შევამცირო საფრთხეები. დაასრულე 3 პრიორიტეტული ქმედებით მომდევნო 3 თვისთვის.
გვერდი →
26

CV-ის ინგლისურად ადაპტაცია

თარგმნის და საერთაშორისო სტანდარტს არგებს ქართულ CV-ს

სამსახური და CV 2
გადათარგმნე ეს ქართული CV ინგლისურად საერთაშორისო ვაკანსიისთვის: [ჩასვი CV]. მნიშვნელოვანია: არა სიტყვასიტყვითი თარგმანი, არამედ ადაპტაცია - გამოიყენე ინგლისურენოვან CV-ებში მიღებული ძლიერი ზმნები (led, built, increased), დაიცავი საერთაშორისო ფორმატი, ამოიღე ის დეტალები რაც დასავლურ CV-ში არ იწერება (ფოტო, ოჯახური მდგომარეობა, დაბადების თარიღი). ბოლოში მითხარი, რომელი ადგილები ჟღერს სუსტად და რა ინფორმაცია დავამატო.
გვერდი →
27

სახელფასო მოლაპარაკებისთვის მომზადება

გეხმარება ხელფასის მოთხოვნის არგუმენტირებაში

სამსახური და CV 2
ვემზადები სახელფასო მოლაპარაკებისთვის. კონტექსტი: პოზიცია - [პოზიცია], ამჟამინდელი/შემოთავაზებული ხელფასი - [თანხა], სასურველი - [თანხა], ჩემი მთავარი მიღწევები - [ჩამოთვალე]. დამეხმარე: 1) ჩამოაყალიბე 3 ძლიერი არგუმენტი ჩემი მოთხოვნის დასასაბუთებლად, 2) დაწერე საუბრის გახსნის ფრაზა, 3) მომზადე პასუხები 3 სავარაუდო წინააღმდეგობაზე ("ბიუჯეტი არ გვაქვს", "მოგვიანებით განვიხილოთ", "სხვები ამდენს არ ითხოვენ"), 4) მითხარი რა არ უნდა ვთქვა.
გვერდი →
28

პროფესიონალური პორტრეტი

Midjourney/ChatGPT პრომპტი LinkedIn-სტილის ფოტოსთვის

სურათები 2
Professional headshot portrait of [აღწერე ადამიანი], neutral studio background, soft natural lighting, business casual attire, sharp focus on face, shallow depth of field, shot on 85mm lens, corporate photography style, high detail --ar 4:5
გვერდი →
29

მოკლე ვიდეოს კადრი AI ვიდეოგენერატორისთვის

წერს დეტალურ პრომპტს Sora-ს, Veo-ს ან Kling-ის ტიპის ვიდეოგენერატორებისთვის

სურათები 1
დამიწერე ინგლისური პრომპტი AI ვიდეოგენერატორისთვის (Sora/Veo/Kling). იდეა: [აღწერე სცენა], ხანგრძლივობა: [5-10 წამი], ფორმატი: [ვერტიკალური/ჰორიზონტალური]. პრომპტში აღწერე: გარემო და დრო, მოძრაობა კადრში, კამერის მოძრაობა (მაგ. ნელი მიახლოება), განათება, ფერები და სტილი. ადამიანების გამოსახვას მოერიდე. შემდეგ მომეცი 2 ვარიაცია განსხვავებული განწყობით და რჩევა, რა შეიძლება გამოვიდეს არასწორად.
გვერდი →
30

გასაუბრებაზე დასასმელი კითხვები

ამზადებს კითხვებს, რომლებიც კანდიდატმა თავად უნდა დასვას გასაუბრების ბოლოს

სამსახური და CV 1
მაქვს გასაუბრება პოზიციაზე: [პოზიცია] კომპანიაში: [კომპანია და მოკლე აღწერა]. შემიდგინე 8 კითხვა, რომელიც გასაუბრების ბოლოს უნდა დავსვა: გუნდზე, პირველი თვეების მოლოდინზე, წარმატების საზომებზე, განვითარების შესაძლებლობებზე და კომპანიის გამოწვევებზე. თითოზე ახსენი, რას ამიხსნის პასუხი. მონიშნე 3 საუკეთესო, თუ დრო ცოტაა, და მითხარი, რომელი კითხვების დასმას ავარიდო თავი.
გვერდი →
31

შეხვედრის ოქმი და დავალებები

გრძელი შეხვედრის ჩანაწერიდან ამოიღებს გადაწყვეტილებებს და დავალებებს პასუხისმგებლებით

ბიზნესი და მარკეტინგი 1
აქ არის შეხვედრის ჩანაწერი ან ტრანსკრიპტი: [ჩასვი ტექსტი]. შეადგინე ოქმი ქართულად: შეხვედრის მიზანი (1 წინადადება), მიღებული გადაწყვეტილებები, ღია საკითხები და დავალებები ცხრილად (დავალება / პასუხისმგებელი / ვადა). თუ პასუხისმგებელი ან ვადა არ ჩანს, დაწერე „დასაზუსტებელია“ და არ გამოიგონო. ბოლოს დაწერე 3-4 წინადადებიანი წერილი მონაწილეებისთვის.
გვერდი →
32

სტატიის გეგმა SEO-სთვის

აწყობს სტატიის სტრუქტურას საძიებო ფრაზისა და მკითხველის საჭიროების მიხედვით

ტექსტები და წერა 1
შენ ხარ ქართულენოვანი კონტენტის რედაქტორი და SEO სპეციალისტი. საძიებო ფრაზა: [ფრაზა]. აუდიტორია: [ვინ კითხულობს]. სტატიის მიზანი: [ინფორმირება/გაყიდვა/შედარება]. შემიდგინე სტატიის გეგმა: 1) სათაურის 3 ვარიანტი (მაქსიმუმ 60 სიმბოლო), 2) მეტა-აღწერა 150 სიმბოლომდე, 3) H2 და H3 სათაურების სტრუქტურა თითოეულის მოკლე შინაარსით, 4) 5 კითხვა, რომელსაც მკითხველი სავარაუდოდ დასვამს, 5) რეკომენდებული სიგრძე. საკვანძო სიტყვების ხელოვნური გამეორება არ გამოიყენო — სტრუქტურა მკითხველის რეალურ საჭიროებას მოარგე.
გვერდი →
33

ტექსტის შემოკლება აზრის დაკარგვის გარეშე

ამოკლებს გრძელ ტექსტს მთავარი სათქმელისა და ტონის შენარჩუნებით

ტექსტები და წერა 1
შეამოკლე ეს ტექსტი [სასურველი სიგრძე, მაგ. ნახევრამდე ან 100 სიტყვამდე]: [ჩასვი ტექსტი]. შეინარჩუნე მთავარი აზრი, ციფრები, სახელები და ავტორის ტონი. ამოიღე გამეორებები, ზედმეტი შესავალი ფრაზები და ეპითეტები. ახალი ინფორმაცია არ დაამატო. ბოლოს ერთი ხაზით მითხარი, რა ამოიღე და რატომ.
გვერდი →
34

სიტყვა ღონისძიებისთვის

ამზადებს ზეპირად სათქმელ სიტყვას ქორწილისთვის, იუბილესთვის ან წარდგენისთვის

ტექსტები და წერა 1
დამიწერე სიტყვა ღონისძიებისთვის: [ქორწილი/დაბადების დღე/კონფერენცია/წარდგენა]. ვინ ვარ და რა კავშირი მაქვს: [აღწერე]. აუდიტორია: [ვინ იქნება]. ხანგრძლივობა: [წუთი]. მთავარი სათქმელი: [რა მინდა დაამახსოვრდეთ]. გამოსაყენებელი დეტალები ან ისტორიები: [ჩამოთვალე]. ტექსტი იყოს ზეპირად სათქმელი — მოკლე წინადადებებით, ბუნებრივი რიტმით და პაუზების ადგილების მონიშვნით. ბანალურ ფრაზებს მოერიდე. ბოლოს მომეცი დასასრულის 3 ვარიანტი.
გვერდი →
35

სტატიის სათაურები

ქმნის მიმზიდველ, მაგრამ არაკლიკბეიტურ სათაურებს სხვადასხვა ფორმატით

ტექსტები და წერა 1
სტატიის შინაარსი: [მოკლედ აღწერე ან ჩასვი ტექსტი]. აუდიტორია: [ვინ]. დამიწერე 10 სათაური ქართულად სხვადასხვა ტიპის: კითხვა, ციფრიანი სია, „როგორ“ ფორმატი, სარგებელზე აქცენტი, მოულოდნელი ფაქტი. თითო მაქსიმუმ 65 სიმბოლო. სათაური არ უნდა გვპირდებოდეს იმას, რაც სტატიაში არ წერია. ბოლოს აირჩიე 2 საუკეთესო და ახსენი, რატომ.
გვერდი →
36

ლექციის კონსპექტი

გრძელ მასალას აქცევს მოწესრიგებულ კონსპექტად თვითშემოწმების კითხვებით

სწავლა 1
გააკეთე ამ მასალის კონსპექტი: [ჩასვი ტექსტი ან ლექციის ჩანაწერი]. ფორმატი: 1) მთავარი იდეა 2 წინადადებით, 2) საკვანძო ცნებები განმარტებებით, 3) ძირითადი ნაწილი სათაურებითა და მოკლე პუნქტებით, 4) მნიშვნელოვანი ციფრები, თარიღები და ფორმულები ცალკე, 5) 5 კითხვა თვითშემოწმებისთვის. გამოიყენე მხოლოდ მასალაში არსებული ინფორმაცია; თუ რამე გაურკვეველია, მონიშნე.
გვერდი →
37

უცხო ენის სასაუბრო პარტნიორი

გავარჯიშებს უცხო ენაზე საუბარში და გისწორებს შეცდომებს ქართულად

სწავლა 1
იყავი ჩემი სასაუბრო პარტნიორი [ენა]-ზე. ჩემი დონე: [A1–C1]. სიტუაცია: [მაგ. კაფეში შეკვეთა, გასაუბრება, მოგზაურობა]. წესები: მესაუბრე მხოლოდ [ენა]-ზე, ჩემს დონეზე მორგებული ლექსიკით; ყოველი ჩემი პასუხის შემდეგ ფრჩხილებში, ქართულად, მოკლედ გამისწორე შეცდომები და შემომთავაზე უფრო ბუნებრივი ფორმულირება; შემდეგ საუბარი კითხვით გააგრძელე. 10 რეპლიკის შემდეგ შემიჯამე ჩემი ტიპური შეცდომები და მომეცი 10 ახალი სიტყვა სავარჯიშოდ. დაიწყე შენ.
გვერდი →
38

ამოცანის ეტაპობრივი ახსნა

ხსნის ამოხსნის ლოგიკას მინიშნებებით, ნაცვლად მზა პასუხისა

სწავლა 1
დამეხმარე ამ ამოცანის გაგებაში: [ჩასვი ამოცანა]. პასუხი ჯერ არ მითხრა. 1) ამიხსენი, რას ითხოვს ამოცანა და რომელი თემა ან ფორმულა გამოიყენება, 2) მომეცი პირველი ნაბიჯის მინიშნება და დამელოდე, 3) თუ გავიჭედე, აჩვენე შემდეგი ნაბიჯი ახსნით. ბოლოს მომეცი სრული ამოხსნა, შემოწმების ხერხი და ერთი მსგავსი ამოცანა დამოუკიდებლად ამოსახსნელად.
გვერდი →
39

ფლეშქარდები დასამახსოვრებლად

ქმნის ბარათებს ტერმინების დასაზეპირებლად Anki-სა და Quizlet-ისთვის

სწავლა 1
შემიქმენი ფლეშქარდები თემაზე: [თემა ან ჩასვი მასალა]. რაოდენობა: [მაგ. 30]. ფორმატი ცხრილით: წინა მხარე (კითხვა ან ტერმინი) | უკანა მხარე (მოკლე პასუხი, მაქსიმუმ 20 სიტყვა). ერთ ბარათზე — ერთი ფაქტი. ჩართე როგორც განმარტებები, ისე „რატომ“ და „რა განსხვავებაა“ ტიპის კითხვები. ცხრილი ისე დააფორმატე, რომ Anki-ში ან Quizlet-ში ადვილად გადავიტანო.
გვერდი →
40

კოდის რევიუ

ამოწმებს კოდს ბაგების, უსაფრთხოებისა და წაკითხვადობის კუთხით

კოდი 1
შენ ხარ გამოცდილი Senior დეველოპერი. გააკეთე ამ კოდის რევიუ: [ჩასვი კოდი]. ენა/ფრეიმვორკი: [მიუთითე]. კონტექსტი: [რას აკეთებს და სად გამოიყენება]. შენიშვნები პრიორიტეტით დაალაგე: 1) კრიტიკული (ბაგები, უსაფრთხოების ხვრელები), 2) მნიშვნელოვანი (წარმადობა, შეცდომების დამუშავება), 3) სასურველი (სახელები, სტრუქტურა, წაკითხვადობა). თითო შენიშვნაზე: სად არის (ხაზი ან ფუნქცია), რა პრობლემაა და გასწორებული ფრაგმენტი. სტილის წვრილმანებით არსებითი საკითხები არ დაჩრდილო.
გვერდი →
41

SQL მოთხოვნის დაწერა

წერს და ხსნის SQL მოთხოვნას ბუნებრივი ენით აღწერილი ამოცანით

კოდი 1
დამიწერე SQL მოთხოვნა. მონაცემთა ბაზა: [MySQL/PostgreSQL/SQLite]. ცხრილები და სვეტები: [აღწერე ან ჩასვი სქემა]. რა მინდა მივიღო: [ჩვეულებრივი სიტყვებით აღწერე]. მომეცი: 1) მოთხოვნა, 2) ახსნა ქართულად, რას აკეთებს თითოეული ნაწილი, 3) რომელი ინდექსი დააჩქარებს, 4) რა ზღვრული შემთხვევები უნდა გავითვალისწინო (NULL, დუბლიკატები, ცარიელი შედეგი). თუ სქემა არასრულია, ჯერ დამისვი დამაზუსტებელი კითხვა.
გვერდი →
42

Regex-ის შექმნა და ახსნა

წერს რეგულარულ გამოსახულებას და ამოწმებს შენს მაგალითებზე

კოდი 1
დამიწერე რეგულარული გამოსახულება (regex) [JavaScript/Python/PHP]-სთვის. რა უნდა იპოვოს: [აღწერე]. უნდა დაემთხვეს: [2–3 მაგალითი]. არ უნდა დაემთხვეს: [2–3 მაგალითი]. მომეცი regex, ნაწილ-ნაწილ ახსნა ქართულად, ჩემს მაგალითებზე შემოწმების ცხრილი და გამოყენების მოკლე კოდი. თუ ამოცანა regex-ით სანდოდ არ იხსნება (მაგ. HTML-ის დამუშავება), მითხარი და უკეთესი გზა შემომთავაზე.
გვერდი →
43

პროდუქტის ფოტო თეთრ ფონზე

სუფთა კატალოგის ფოტო ონლაინმაღაზიისთვის

სურათები 1
Product photography of [პროდუქტი], centered on a pure white seamless background, soft diffused studio lighting, subtle natural shadow beneath, sharp focus, high detail, true-to-life colors, e-commerce catalog style, no props, no text --ar 1:1
გვერდი →
44

ილუსტრაცია ბლოგის სტატიისთვის

სტატიის ქავერი თავისუფალი სივრცით სათაურისთვის

სურათები 1
Editorial illustration for a blog article about [თემა], modern flat illustration style, limited palette of [ფერები], conceptual visual metaphor, clean composition with empty space on the [left/right] for a headline, no text --ar 16:9
გვერდი →
45

ინტერიერის ვიზუალიზაცია

ოთახის დიზაინის იდეა რემონტამდე სასურველი სტილით

სურათები 1
Interior design visualization of a [ოთახის ტიპი], [Scandinavian/minimalist/industrial] style, [ფერები და მასალები], large windows with natural daylight, realistic furniture proportions, photorealistic architectural photography, wide-angle lens, eye-level view --ar 3:2
გვერდი →
46

ორიგინალური პერსონაჟი სტიკერისთვის

საყვარელი მასკოტი ბრენდისთვის ან სტიკერების ნაკრებისთვის

სურათები 1
Cute original mascot character, [აღწერე ცხოველი ან არსება], [ემოცია და პოზა], kawaii chibi style, bold clean outlines, flat colors, [ფერები] palette, white background, sticker design with a thin white border, simple shapes --ar 1:1
გვერდი →
47

კინემატოგრაფიული პეიზაჟი

შთამბეჭდავი ბუნების ხედი ფონისთვის ან ქავერისთვის

სურათები 1
Cinematic landscape photograph of [ადგილი, მაგ. Caucasus mountains in Svaneti], [golden hour/blue hour], dramatic sky, atmospheric haze, rich natural colors, ultra-wide lens, high dynamic range, documentary nature photography style --ar 16:9
გვერდი →
48

მადლობის წერილი გასაუბრების შემდეგ

მოკლე წერილი, რომელიც კანდიდატს დამსაქმებლის მეხსიერებაში ამაგრებს

სამსახური და CV 1
დამიწერე მოკლე მადლობის წერილი გასაუბრების შემდეგ. პოზიცია: [პოზიცია]. კომპანია: [სახელი]. ვისთან მქონდა გასაუბრება: [სახელი/თანამდებობა]. საუბრიდან დამამახსოვრდა: [1–2 კონკრეტული თემა]. წერილი იყოს მაქსიმუმ 120 სიტყვა: მადლობა, ერთი კონკრეტული დეტალი საუბრიდან, მოკლე შეხსენება, რატომ ვარ შესაფერისი, და ინტერესის დადასტურება. ზედმეტი მლიქვნელობის გარეშე. Subject ხაზიც შემომთავაზე.
გვერდი →
49

პროდუქტის სარეკლამო ფოტო

ქმნის პროდუქტის ფოტოს სასურველ გარემოში, ორიგინალური შეფუთვის შენარჩუნებით

სურათები 1
შექმენი ფოტორეალისტური სარეკლამო გამოსახულება და ზუსტ ვიზუალურ ნიმუშად გამოიყენე პროდუქტის თანდართული ფოტო. პროდუქტი: [აღწერე]. გარემო: [მიუთითე]. განწყობა: [აღწერე]. ბრენდის ფერები: [ფერები]. უცვლელად შეინარჩუნე პროდუქტის ფორმა, პროპორციები, შეფუთვა, ლოგო და ეტიკეტზე არსებული ტექსტი. გამოიყენე რეალისტური მასალები, სტუდიური განათება და ბუნებრივი ჩრდილები. პროდუქტი იყოს გამოსახულების მთავარი აქცენტი. [მარცხნივ/მარჯვნივ/ზემოთ] დატოვე თავისუფალი სივრცე სათაურის მოგვიანებით დასამატებლად. არ დაამატო ტექსტი, სხვა ლოგოები, წყლის ნიშანი ან ისეთი დეტალები, რომლებიც პროდუქტს რეალურად არ აქვს. გამოსახულების პროპორცია: [მიუთითე].
გვერდი →
50

კარიერის შეცვლის გეგმა

პოულობს ახალ სფეროში გამოსადეგ უნარებს და ადგენს გადასვლის რეალისტურ ნაბიჯებს

სამსახური და CV 1
დამეხმარე კარიერის შეცვლის დაგეგმვაში. ამჟამინდელი საქმიანობა და გამოცდილება: [აღწერე]. სასურველი სფერო: [მიუთითე]. კვირაში სწავლისთვის მაქვს [საათი], ბიუჯეტი — [თანხა], სასურველი ვადა — [თვე]. გამოყავი უკვე არსებული გამოსადეგი უნარები, მთავარი ცოდნის ხარვეზები და 2–3 შესაძლო საწყისი პოზიცია. შეადგინე კვირებად დაყოფილი გეგმა და შემომთავაზე ორი პრაქტიკული პროექტი პორტფოლიოსთვის. ახსენი, როგორ წარმოვაჩინო ძველი გამოცდილება ახალ სფეროში. არ მომცე დასაქმების გარანტია; მიუთითე, რომელი ნაბიჯებით შევამოწმო მიმართულების შესაბამისობა, სანამ დიდ დროს ან თანხას დავხარჯავ.
გვერდი →
51

ახალ სამსახურში პირველი 90 დღის გეგმა

აყალიბებს ახალ პოზიციაზე სწავლის, ადაპტაციისა და შედეგების მიღწევის გეგმას

სამსახური და CV 1
შენ ხარ კარიერული მენტორი. ვიწყებ მუშაობას პოზიციაზე: [პოზიცია]. კომპანია და სფერო: [აღწერე]. ჩემი პასუხისმგებლობები: [ჩამოთვალე]. ხელმძღვანელის მოლოდინები: [რაც ვიცი]. შემიქმენი პირველი 30, 60 და 90 დღის გეგმა. თითოეულ ეტაპზე გამოყავი: რა უნდა ვისწავლო, ვის უნდა შევხვდე, რა საკითხები უნდა დავაზუსტო, რა შედეგი უნდა მოვიტანო და როგორ შევაფასო პროგრესი. ცალკე მომეცი პირველი კვირის მოქმედებები და ხელმძღვანელთან დასასმელი 7 კითხვა. გეგმა მოარგე ჩემს უფლებამოსილებასა და რესურსებს; უცნობი მოლოდინები ფაქტად არ წარმოადგინო.
გვერდი →
52

უხეში მონახაზის გამართულ ტექსტად ქცევა

აწესრიგებს არეულ ჩანაწერებს ავტორის აზრისა და ტონის შენარჩუნებით

ტექსტები და წერა 1
შენ ხარ ქართული ტექსტის რედაქტორი. ქვემოთ მოცემული მონახაზი გადააქციე გამართულ, ბუნებრივ ტექსტად. მონახაზი: [ჩასვი ტექსტი]. დანიშნულება: [პოსტი/სტატია/წერილი/გამოსვლა]. აუდიტორია: [აღწერე]. სასურველი ტონი: [მიუთითე]. შეინარჩუნე ჩემი მთავარი აზრი და ინდივიდუალური ხმა, მოაშორე გამეორებები, დაალაგე არგუმენტები და გაამარტივე მძიმე წინადადებები. არ დაამატო ახალი ფაქტები და არ გაამძაფრო ჩემი მტკიცებები. ბუნდოვანი ან ურთიერთგამომრიცხავი ადგილები არ გამოიცნო — ტექსტის შემდეგ ცალკე მონიშნე. ჯერ მომეცი დასრულებული ვერსია, შემდეგ მოკლედ ჩამოწერე მნიშვნელოვანი ცვლილებები.
გვერდი →
53

კონკურენტებზე ძლიერი ბრენდის შექმნა

ეს პრომპტი დაგეხმარება შექმნა ისეთი ბრენდი, რომელიც მარტივად დასამახსოვრებელია, მკაფიო პოზიციონირება აქვს და კონკურენტებისგან გამოირჩევა

ბიზნესი და მარკეტინგი 1
შენ ხარ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდინგის სპეციალისტი, რომელსაც შექმნილი აქვს არაერთი წარმატებული საერთაშორისო ბრენდი. ჩემი ბიზნესი: [აღწერა] შემიქმენი ძლიერი ბრენდის კონცეფცია. მინდა მიიღო რეკომენდაციები: * ბრენდის მისიის შესახებ; * ღირებულებების შესახებ; * უნიკალური პოზიციონირების შესახებ; * ბრენდის ხმის ტონის შესახებ; * ბრენდის ისტორიის შესახებ; * მთავარი მესიჯების შესახებ; * როგორ უნდა დამამახსოვრდეს მომხმარებელს. ყველა რეკომენდაცია დეტალურად ახსენი და მოიყვანე მაგალითებიც
გვერდი →
54

ფეინმანის მეთოდით შემოწმება

ამოწმებს, ნამდვილად გესმის თუ არა ნასწავლი

სწავლა 1
გამოვიყენოთ ფეინმანის მეთოდი. მე ავხსნი თემას "[თემა]" ისე, როგორც მესმის, შენ კი: 1) იპოვე ადგილები სადაც ავირიე, ზედაპირულად ვთქვი ან ჟარგონს ვეფარები, 2) დამისვი ის კითხვა, რომელიც ჩემს ხარვეზს გამოააშკარავებს, 3) როცა გავიჭედები, ამიხსენი ის ნაწილი მარტივად და მთხოვე ხელახლა ვთქვა. მკაცრი იყავი - მიზანია რეალური გაგება და არა თავის მოწონება. მზად ვარ, ვიწყებ ახსნას: [დაიწყე]
გვერდი →
55

ტექსტური ბანერი

ფონი Instagram/Facebook პოსტისთვის, სადაც ტექსტს დაადებ

სურათები 1
Modern minimal background design for social media post, [ფერების აღწერა] color palette, abstract geometric shapes, soft gradients, clean negative space in center for text overlay, professional graphic design style, flat design --ar 1:1
გვერდი →
56

შეცდომის/ბაგის პოვნა

აანალიზებს კოდს და error-ს, პოულობს მიზეზს

კოდი 1
ჩემი კოდი არ მუშაობს. კოდი: [ჩასვი კოდი]. შეცდომა/ქცევა: [ჩასვი error-ის ტექსტი ან აღწერე რა ხდება და რა უნდა ხდებოდეს]. ნაბიჯ-ნაბიჯ: 1) რა იწვევს პრობლემას და რატომ, 2) გასწორებული კოდი მხოლოდ შეცვლილი ადგილების მონიშვნით, 3) როგორ ავიცილო მსგავსი შეცდომა მომავალში.
გვერდი →
57

პოსტი სოციალური ქსელისთვის

წერს პოსტს კონკრეტული პლატფორმის, აუდიტორიისა და მიზნისთვის

ტექსტები და წერა 0
დაწერე [Facebook/Instagram/LinkedIn] პოსტი ქართულად. თემა: [თემა]. აუდიტორია: [ვინ]. მიზანი: [კომენტარები/გაზიარება/საიტზე გადასვლა]. ტონი: [მიუთითე]. პირველი წინადადება სქროლვას უნდა აჩერებდეს, ძირითადი ტექსტი იყოს მაქსიმუმ [რაოდენობა] სიტყვა მოკლე აბზაცებით, ბოლოს — ერთი მკაფიო მოწოდება. მომეცი 3 ვარიანტი განსხვავებული დასაწყისით და შესაბამისი 3–5 ჰეშთეგი. ემოჯი ზომიერად გამოიყენე, ან საერთოდ არ გამოიყენო, თუ თემა სერიოზულია.
გვერდი →
58

ოფიციალური განცხადება

აწყობს განცხადებას დაწესებულებისთვის მიღებული ფორმატითა და სტილით

ტექსტები და წერა 0
დამიწერე ოფიციალური განცხადება ქართულად. ადრესატი: [დაწესებულება/თანამდებობის პირი]. განმცხადებელი: [სახელი, სტატუსი]. რას ვითხოვ: [მოთხოვნა]. დასაბუთება და ფაქტები: [ჩამოთვალე]. თანდართული დოკუმენტები: [თუ არის]. გამოიყენე ოფიციალური სტილი და მიღებული სტრუქტურა: ადრესატი, განმცხადებელი, სათაური, ძირითადი ტექსტი, დანართები, თარიღი და ხელმოწერის ადგილი. იყავი მოკლე და კონკრეტული. კანონის მუხლები არ მოიგონო — თუ სამართლებრივი მითითება საჭიროა, მონიშნე როგორც გადასამოწმებელი.
გვერდი →
59

ტექსტის ტონის შეცვლა

ერთსა და იმავე შინაარსს სხვა ტონში გადაწერს, ოფიციალურიდან მეგობრულამდე

ტექსტები და წერა 0
გადაწერე ეს ტექსტი [ოფიციალური/მეგობრული/ხალისიანი/მოკლე და მკაცრი] ტონით: [ჩასვი ტექსტი]. კონტექსტი: [ვის ეგზავნება და სად]. შინაარსი, ფაქტები და მოთხოვნები უცვლელი დატოვე — შეცვალე მხოლოდ სიტყვების არჩევანი, წინადადებების სიგრძე და მიმართვის ფორმა (შენ/თქვენ). მომეცი 2 ვარიანტი: ზომიერად და მკვეთრად შეცვლილი.
გვერდი →
60

კოდის რეფაქტორინგი

ასუფთავებს და აუმჯობესებს კოდს მისი ქცევის შეცვლის გარეშე

კოდი 0
გააკეთე ამ კოდის რეფაქტორინგი: [ჩასვი კოდი]. ენა: [მიუთითე]. მიზანი: [წაკითხვადობა/წარმადობა/დუბლირების მოშორება/ტესტირებადობა]. პირობა: ფუნქციონალი და გარე ინტერფეისი (ფუნქციების სახელები, პარამეტრები, დაბრუნებული მნიშვნელობა) უცვლელი დარჩეს. მომეცი ახალი კოდი და ცვლილებების სია მიზეზებით. თუ რომელიმე ცვლილებამ შეიძლება ქცევაზე იმოქმედოს, ცალკე გამაფრთხილე.
გვერდი →
61

WordPress PHP სნიპეტი

წერს უსაფრთხო სნიპეტს functions.php-სთვის ან WPCode-სთვის

კოდი 0
შენ ხარ WordPress დეველოპერი. დამიწერე PHP სნიპეტი (functions.php-სთვის ან WPCode-სთვის), რომელიც: [აღწერე სასურველი ფუნქცია]. ჩემი გარემო: WordPress [ვერსია], თემა [სახელი], პლაგინები: [ჩამოთვალე]. მოთხოვნები: გამოიყენე WordPress-ის ჰუკები და სტანდარტული ფუნქციები, შემავალი მონაცემები გაასუფთავე (sanitize), გამომავალი — escape-ით, ფუნქციებს მიეცი უნიკალური პრეფიქსი. დაამატე კომენტარები ქართულად, მითხარი სად ჩავსვა და როგორ შევამოწმო, რომ სწორად მუშაობს.
გვერდი →
62

README პროექტისთვის

ქმნის პროექტის დოკუმენტაციას ინსტალაციით და გამოყენების მაგალითებით

კოდი 0
დამიწერე README.md ჩემი პროექტისთვის. პროექტი: [სახელი და რას აკეთებს]. ტექნოლოგიები: [ჩამოთვალე]. კოდი ან ფაილების სტრუქტურა: [ჩასვი]. ჩართე: მოკლე აღწერა, ინსტალაცია, გაშვება, გამოყენების მაგალითი, კონფიგურაცია (გარემოს ცვლადები), პროექტის სტრუქტურა, ლიცენზია. ბრძანებები კოდის ბლოკებში ჩასვი. ფუნქციები, რომლებიც კოდში არ ჩანს, არ მოიგონო — უცნობი ადგილები [TODO]-თი მონიშნე. ენა: [ქართული/ინგლისური].
გვერდი →
63

Google საძიებო რეკლამის კამპანია

ამზადებს საკვანძო სიტყვებს და რეკლამის ტექსტებს ქართული ძიების თავისებურებით

ბიზნესი და მარკეტინგი 0
შემიქმენი Google საძიებო რეკლამის კამპანიის საფუძველი. პროდუქტი/სერვისი: [აღწერე]. ქალაქი/რეგიონი: [მიუთითე]. საიტი: [მისამართი]. დღიური ბიუჯეტი: [თანხა]. მომეცი: 1) 3 რეკლამის ჯგუფი თემების მიხედვით, 2) თითო ჯგუფზე 10 საკვანძო სიტყვა ქართულად და ლათინური ტრანსლიტერაციით (როგორც ხალხი რეალურად წერს), 3) უარყოფითი საკვანძო სიტყვები, 4) თითო ჯგუფზე 5 სათაური (30 სიმბოლომდე) და 2 აღწერა (90 სიმბოლომდე). სიმბოლოების ლიმიტი დაიცავი და თითოეულს რაოდენობა მიუწერე.
გვერდი →
64

მარკეტინგული ელ-წერილი

წერს newsletter-ს ან აქციის წერილს subject ხაზებითა და ღილაკის ტექსტით

ბიზნესი და მარკეტინგი 0
დამიწერე მარკეტინგული ელ-წერილი. ბიზნესი: [აღწერე]. მიმღებები: [ვინ არიან და რამდენად იცნობენ ბრენდს]. მიზანი: [ახალი პროდუქტი/აქცია/ძველი კლიენტების დაბრუნება]. შეთავაზება და ვადები: [დეტალები]. მომეცი: 5 subject ხაზი (მაქსიმუმ 50 სიმბოლო) და preview ტექსტი, წერილი 150 სიტყვამდე მოკლე აბზაცებით, ერთი მკაფიო ღილაკის ტექსტი და P.S. ხაზი. სპამ-ფილტრის გამომწვევ სიტყვებს და მთავრულ ასოებს მოერიდე. ფასდაკლება ან ვადა არ მოიგონო.
გვერდი →
65

ბიზნესის სახელის მოფიქრება

გთავაზობს სახელებს, რომლებიც ქართულადაც და ლათინურადაც კარგად ჟღერს

ბიზნესი და მარკეტინგი 0
მომიფიქრე სახელი ჩემი ბიზნესისთვის. რას ვაკეთებთ: [აღწერე]. აუდიტორია: [ვინ]. სასურველი განწყობა: [მაგ. თბილი, პრემიუმ, ხალისიანი]. ენა: [ქართული/ინგლისური/ორივე]. მომეცი 20 ვარიანტი 4 ჯგუფად: აღწერითი, გამოგონილი სიტყვა, მეტაფორა, ქართული ფესვის მქონე. თითოს მოკლე ახსნა. გაითვალისწინე: ადვილად წარმოითქმის და იწერება ლათინურად (დომენისა და სოციალური ქსელისთვის), არ აქვს უხერხული მნიშვნელობა ქართულში, რუსულსა ან ინგლისურში. ბოლოს შემახსენე, რომ დომენი და სავაჭრო ნიშანი თავად გადავამოწმო.
გვერდი →
66

გაყიდვების პირველი კონტაქტის სკრიპტი

ამზადებს B2B შეტყობინებას და სატელეფონო საუბრის სკრიპტს უარზე პასუხებით

ბიზნესი და მარკეტინგი 0
შენ ხარ B2B გაყიდვების ექსპერტი. მომიმზადე პირველი კონტაქტის შეტყობინება [LinkedIn/ელ-ფოსტა/Messenger] და სატელეფონო საუბრის სკრიპტი. ჩემი პროდუქტი: [აღწერე]. პოტენციური კლიენტი: [კომპანიის ტიპი და პოზიცია]. მათი სავარაუდო პრობლემა: [აღწერე]. შეტყობინება იყოს მაქსიმუმ 80 სიტყვა, პერსონალიზებული, და ერთი მარტივი კითხვით დასრულდეს. სკრიპტში ჩართე: გახსნა (15 წამი), 3 კითხვა საჭიროების გასარკვევად, მოკლე შეთავაზება და პასუხები 4 ტიპურ უარზე. ზეწოლის ტაქტიკა არ გამოიყენო.
გვერდი →
67

მომხმარებელთა შეფასებების ანალიზი

კომენტარებიდან და რევიუებიდან იღებს კონკრეტულ დასკვნებს და სარეკლამო ფრაზებს

ბიზნესი და მარკეტინგი 0
გააანალიზე ჩემი მომხმარებლების შეფასებები და კომენტარები: [ჩასვი ტექსტები]. 1) დააჯგუფე თემების მიხედვით და მიუთითე, რამდენჯერ მეორდება თითო თემა, 2) გამოყავი 3 მთავარი მიზეზი, რის გამოც გვაფასებენ, და 3 ყველაზე ხშირი პრობლემა, 3) ამოიღე ფრაზები, რომლებსაც მომხმარებლები თავად იყენებენ (რეკლამაში გამოსაყენებლად), 4) შემომთავაზე 5 კონკრეტული გაუმჯობესება პრიორიტეტით. მხოლოდ მოცემულ ტექსტებს დაეყრდენი; ზოგადი დასკვნები ცალკე მონიშნე.
გვერდი →
68

ცხრილის მონაცემების ანალიზი

ცხრილიდან პოულობს ტენდენციებს, გამონაკლისებს და პრაქტიკულ დასკვნებს

ბიზნესი და მარკეტინგი 0
გაანალიზე ეს მონაცემები: [ჩასვი ცხრილი ან CSV, ან აღწერე სვეტები]. კონტექსტი: [რას ეხება მონაცემები და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღო]. ჯერ შეამოწმე მონაცემების ხარისხი: გამოტოვებული მნიშვნელობები, დუბლიკატები, უცნაური ციფრები. შემდეგ მომეცი: 1) 3-5 მთავარი ტენდენცია კონკრეტული ციფრებით; 2) გამონაკლისები და მათი შესაძლო მიზეზები; 3) რომელი დიაგრამა აჩვენებს საუკეთესოდ თითოეულ დასკვნას; 4) 3 პრაქტიკული რეკომენდაცია. გამიჯნე, რა ჩანს მონაცემებში პირდაპირ და რა არის ვარაუდი. თუ მონაცემები დასკვნისთვის საკმარისი არ არის, პირდაპირ მითხარი.
გვერდი →
69

Landing page-ის ტექსტი

წერს გაყიდვაზე ორიენტირებულ გვერდს სათაურიდან მოქმედების ღილაკამდე

ბიზნესი და მარკეტინგი 0
დაწერე landing page-ის ტექსტი ქართულად. პროდუქტი ან სერვისი: [აღწერე]. სამიზნე აუდიტორია: [ვინ არიან და რა პრობლემა აქვთ]. მთავარი მიზანი: [მაგ. რეგისტრაცია, შეკვეთა, ზარის მოთხოვნა]. სტრუქტურა: 1) მთავარი სათაური (3 ვარიანტი) და ქვესათაური; 2) პრობლემა, რომელსაც მომხმარებელი იცნობს; 3) გადაწყვეტა და 3-4 სარგებელი (არა მახასიათებლები); 4) როგორ მუშაობს, 3 ნაბიჯად; 5) ნდობის ელემენტები: [შეფასებები, ციფრები, კლიენტები]; 6) ხშირი ეჭვები და მათზე პასუხები; 7) მოქმედების ღილაკის ტექსტი (3 ვარიანტი). წერე მოკლე აბზაცებით, ზედმეტი ეპითეტებისა და გადაჭარბებული დაპირებების გარეშე.
გვერდი →
70

სამუშაო პროცესის ინსტრუქცია (SOP)

განმეორებად საქმეს აქცევს ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციად, რომელსაც ახალი თანამშრომელიც გაიგებს

ბიზნესი და მარკეტინგი 0
დამიწერე სტანდარტული სამუშაო ინსტრუქცია (SOP) ამ პროცესისთვის: [აღწერე, როგორ კეთდება ახლა, თუნდაც არეულად]. ვინ შეასრულებს: [პოზიცია და გამოცდილების დონე]. ინსტრუქციაში იყოს: 1) მიზანი და როდის გამოიყენება; 2) რა არის საჭირო დაწყებამდე (წვდომები, ფაილები, ინსტრუმენტები); 3) დანომრილი ნაბიჯები, თითოში ერთი მოქმედება; 4) ხშირი შეცდომები და როგორ ავიცილოთ თავიდან; 5) როგორ შევამოწმოთ, რომ სამუშაო სწორად შესრულდა; 6) ვის მივმართოთ პრობლემის დროს. თუ ჩემს აღწერაში რომელიმე ნაბიჯი ბუნდოვანია ან აკლია, ბოლოს ჩამოწერე დამაზუსტებელი კითხვები.
გვერდი →
71

ვაკანსიის განცხადების შედგენა

დამსაქმებელს ეხმარება მკაფიო და მიმზიდველი ვაკანსიის დაწერაში

სამსახური და CV 0
დაწერე ვაკანსიის განცხადება ქართულად. კომპანია: [სახელი, სფერო, ზომა]. პოზიცია: [დასახელება]. მთავარი ამოცანები: [ჩამოწერე]. აუცილებელი მოთხოვნები: [ჩამოწერე]. სასურველი, მაგრამ არასავალდებულო: [ჩამოწერე]. პირობები: [ხელფასი ან დიაპაზონი, გრაფიკი, დისტანციური თუ ოფისი, ბენეფიტები]. სტრუქტურა: მოკლე შესავალი კომპანიაზე, რას გააკეთებს ადამიანი პირველ 6 თვეში, მოთხოვნები ორ ჯგუფად, რას სთავაზობთ, როგორ გამოაგზავნოს განაცხადი. მოერიდე შაბლონურ ფრაზებს, მაგალითად „დინამიური გუნდი“, და დისკრიმინაციულ მოთხოვნებს (ასაკი, სქესი, გარეგნობა). ბოლოს შემომთავაზე 3 სათაური სამუშაოს საძიებო საიტებისთვის.
გვერდი →
72

კოლეგისთვის კონსტრუქციული უკუკავშირი

გეხმარება რთული შენიშვნის მშვიდად და კონკრეტულად მიწოდებაში

სამსახური და CV 0
მინდა უკუკავშირი მივცე [კოლეგას, ქვეშევრდომს ან ხელმძღვანელს]. სიტუაცია: [რა მოხდა, კონკრეტული მაგალითებით]. რას ველი შედეგად: [რა უნდა შეიცვალოს]. ჩვენი ურთიერთობა: [მაგ. კარგი, დაძაბული, ახალი]. მომიმზადე: 1) საუბრის გეგმა: ქცევა, მისი გავლენა, სასურველი ცვლილება; 2) პირველი 2-3 წინადადება, რითაც საუბარს დავიწყებ; 3) ფრაზები, რომლებსაც უნდა მოვერიდო, და რით შევცვალო; 4) 3 სავარაუდო რეაქცია (თავის მართლება, წყენა, დუმილი) და როგორ ვუპასუხო თითოეულს; 5) როგორ დავასრულო საუბარი კონკრეტული შეთანხმებით. ტონი: პირდაპირი და პატივისცემით სავსე, ბრალდებებისა და განზოგადების გარეშე.
გვერდი →
73

ანგარიშის შეჯამება ხელმძღვანელისთვის

გრძელ დოკუმენტს აქცევს მოკლე შეჯამებად, რომლითაც გადაწყვეტილების მიღება ადვილია

ტექსტები და წერა 0
შეაჯამე ეს დოკუმენტი ხელმძღვანელისთვის, რომელსაც მის წასაკითხად 2 წუთი აქვს: [ჩასვი ანგარიში, კვლევა ან მოხსენება]. ფორმატი: 1) ერთი წინადადებით მთავარი დასკვნა; 2) 3-5 საკვანძო ფაქტი ციფრებით; 3) რისკები და ღია საკითხები; 4) რა გადაწყვეტილებაა საჭირო და რა ვარიანტები არსებობს; 5) რეკომენდაცია, თუ ის დოკუმენტიდან გამომდინარეობს. სულ არაუმეტეს 200 სიტყვისა. გამოიყენე მხოლოდ დოკუმენტში არსებული ინფორმაცია და ყოველ ციფრთან მიუთითე, რომელი ნაწილიდან არის. თუ რამე ბუნდოვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, ცალკე აღნიშნე.
გვერდი →
74

სამეცნიერო სტატიის გარჩევა

ხსნის კვლევის მიზანს, მეთოდს, შედეგებს და შეზღუდვებს გასაგები ენით

სწავლა 0
გამიგებინე ეს სამეცნიერო სტატია: [ჩასვი ტექსტი ან აბსტრაქტი]. ჩემი ცოდნის დონე ამ სფეროში: [დამწყები, საშუალო, სპეციალისტი]. ახსენი: 1) რა კითხვას პასუხობს კვლევა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი; 2) მეთოდი მარტივად: ვინ ან რა შეისწავლეს, რამდენი და როგორ; 3) მთავარი შედეგები ციფრებით; 4) შეზღუდვები: ნიმუშის ზომა, მეთოდის სუსტი მხარეები, ინტერესთა კონფლიქტი; 5) რისი დასკვნა შეიძლება ამ კვლევიდან და რისი არა; 6) 5 რთული ტერმინი მოკლე განმარტებით. თუ სტატიაში რამე ვერ იპოვე, ვარაუდით ნუ შეავსებ, პირდაპირ თქვი.
გვერდი →
75

ინფორმაციის გადამოწმება და წყაროების შეფასება

მტკიცებებს ყოფს გადასამოწმებელ ნაწილებად და გეუბნება, რა სად შეამოწმო

სწავლა 0
შეამოწმე ეს ტექსტი ან მტკიცება: [ჩასვი სტატია, პოსტი ან ფრაზა]. წყარო: [სად ნახე, თუ იცი]. გააკეთე: 1) დაყავი ცალკეულ მტკიცებებად, რომელთა გადამოწმებაც შესაძლებელია; 2) თითოეულზე მითხარი, რამდენად სარწმუნოა შენი ცოდნით და რატომ; 3) აღნიშნე მანიპულაციის ნიშნები: ემოციური ენა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციფრები, ანონიმური „ექსპერტები“; 4) მომეცი კონკრეტული ნაბიჯები გადასამოწმებლად: რა ვეძებო და რა ტიპის წყაროში (ოფიციალური სტატისტიკა, პირველწყარო, სამეცნიერო ბაზა). გამიჯნე, რა იცი დანამდვილებით და რა არის ვარაუდი. ბმულები და წყაროები არ მოიგონო: თუ ზუსტი წყარო არ იცი, ასეც თქვი.
გვერდი →
76

ტექნიკური დავალება დეველოპერისთვის

იდეას აქცევს მკაფიო ტექნიკურ დავალებად ფრილანსერისთვის ან გუნდისთვის

კოდი 0
დამეხმარე ტექნიკური დავალების შედგენაში დეველოპერისთვის. რა მინდა გაკეთდეს: [აღწერე საიტი, აპლიკაცია ან ფუნქცია ჩვეულებრივი ენით]. ვინ გამოიყენებს: [მომხმარებლები]. არსებული სისტემა: [მაგ. WordPress, Shopify, ჯერ არაფერი]. ბიუჯეტი და ვადა: [თუ იცი]. დავალებაში იყოს: 1) მიზანი 2-3 წინადადებით; 2) მომხმარებლის სცენარები ფორმატით „როგორც [როლი], მინდა [მოქმედება], რომ [შედეგი]“; 3) ფუნქციები პრიორიტეტებით: აუცილებელი, სასურველი, შემდეგი ეტაპისთვის; 4) მიღების კრიტერიუმები თითოეულ ფუნქციაზე; 5) რა არ შედის პროექტში; 6) ღია კითხვები, რომლებიც დეველოპერთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ. ტექნიკური ტერმინები ფრჩხილებში მოკლედ ახსენი.
გვერდი →
77

მონაცემთა ბაზის სტრუქტურის დაგეგმვა

პროექტისთვის ადგენს ცხრილებს, ველებს, კავშირებს და ინდექსებს

კოდი 0
დამიგეგმე მონაცემთა ბაზის სტრუქტურა ამ პროექტისთვის: [აღწერე, რას აკეთებს აპლიკაცია და რა მონაცემებს ინახავს]. ბაზა: [მაგ. PostgreSQL, MySQL, SQLite]. სავარაუდო მოცულობა: [ჩანაწერების ან მომხმარებლების რაოდენობა]. მომეცი: 1) ცხრილების სია, თითოეულის დანიშნულებით; 2) ველები ტიპებით, NOT NULL და ნაგულისხმევი მნიშვნელობებით; 3) კავშირები (ერთი-ერთთან, ერთი-ბევრთან, ბევრი-ბევრთან) და გარე გასაღებები; 4) ინდექსები, რომლებიც ხშირ მოთხოვნებს დააჩქარებს, და რატომ; 5) მზა CREATE TABLE სკრიპტი; 6) 3 სავარაუდო პრობლემა ზრდისას და როგორ ავიცილოთ თავიდან. თუ რომელიმე გადაწყვეტილება ჩემს აღწერაზეა დამოკიდებული, აღნიშნე, რა დაშვება გააკეთე.
გვერდი →
78

სამაგისტრო ან საკურსო ნაშრომის გეგმა

თემის შერჩევიდან თავების სტრუქტურამდე აწყობს კვლევით ნაშრომს

სწავლა 0
ვწერ [საკურსო/სამაგისტრო] ნაშრომს სფეროში: [სფერო], საწყისი იდეა: [თემა]. დამეხმარე: 1) ჩამოაყალიბე 3 დაზუსტებული კვლევითი კითხვა; 2) შემომთავაზე თავების სტრუქტურა თითოს მოკლე აღწერით; 3) შესაფერისი კვლევის მეთოდები; 4) რა ტიპის წყაროები მჭირდება და სად ვეძებო. წყაროებს ნუ გამოიგონებ — მხოლოდ საძიებო საკვანძო სიტყვები მომეცი. ბოლოს შემიდგინე სამუშაო გრაფიკი [ვადამდე].
გვერდი →
79

დებატებისთვის მომზადება

ამზადებს არგუმენტებს ორივე მხრიდან და გავარჯიშებს კონტრარგუმენტებზე

სწავლა 0
ვემზადები დებატებისთვის თემაზე: [თემა]. ჩემი პოზიცია: [მომხრე/მოწინააღმდეგე]. მომეცი ჩემი პოზიციის 4 ყველაზე ძლიერი არგუმენტი მაგალითებით, მოწინააღმდეგის 4 სავარაუდო არგუმენტი და თითოზე მოკლე პასუხი. შემდეგ ჩაიდექი მოწინააღმდეგის როლში: დამისვი თითო რთული კითხვა, დაელოდე ჩემს პასუხს და შეაფასე მისი სიძლიერე.
გვერდი →
80

ნიუსლეტერის გამოცემა

რამდენიმე სიახლიდან აწყობს მოკლე და საკითხავ საინფორმაციო წერილს

ტექსტები და წერა 0
შემიდგინე ყოველკვირეული ნიუსლეტერი თემაზე: [თემა]. სიახლეები და ლინკები: [ჩასვი 3-6 სიახლე]. სტრუქტურა: მიმზიდველი სათაური, 2 წინადადებიანი შესავალი, თითო სიახლეზე ქვესათაური, 2-3 წინადადება „რა მოხდა და რატომ არის მნიშვნელოვანი“ და ლინკი, ბოლოს ერთი პრაქტიკული რჩევა. ტონი: მეგობრული, ზედმეტი ემოციის გარეშე. ნუ დაამატებ ფაქტებს, რაც ჩემს მასალაში არ არის.
გვერდი →
81

ტექსტის ბუნებრივი თარგმანი ქართულად

თარგმნის უცხოენოვან ტექსტს ბუნებრივ ქართულად, ტერმინების სიზუსტით

ტექსტები და წერა 0
თარგმნე ეს ტექსტი ქართულად: [ჩასვი ტექსტი]. აუდიტორია: [მაგ. ფართო მკითხველი/სპეციალისტები]. თარგმანი იყოს ბუნებრივი, არა სიტყვასიტყვითი; შეინარჩუნე ტონი და ფორმატირება. ტერმინები, რომლებსაც დამკვიდრებული ქართული შესატყვისი არ აქვს, დატოვე ორიგინალში და პირველად ფრჩხილებში ახსენი. ბოლოს ცალკე ჩამოწერე ადგილები, სადაც თარგმნისას არჩევანის გაკეთება მოგიწია.
გვერდი →
82

Excel ფორმულის შექმნა

წერს Excel-ის ან Google Sheets-ის ფორმულას და ხსნის, როგორ მუშაობს

კოდი 0
მაქვს ცხრილი სვეტებით: [მაგ. A - თარიღი, B - პროდუქტი, C - თანხა]. მინდა: [აღწერე შედეგი, მაგ. თითო პროდუქტის ჯამი თვეების მიხედვით]. პროგრამა: [Excel/Google Sheets]. დამიწერე ფორმულა, მითხარი რომელ უჯრაში ჩავსვა, ახსენი ყოველი ნაწილი მარტივად და მომეცი ალტერნატივა (მაგ. Pivot Table), თუ ის უფრო მარტივია. გაითვალისწინე ცარიელი უჯრები და შეცდომები.
გვერდი →
83

Git commit-ის შეტყობინება

ცვლილებებიდან წერს მკაფიო commit-ს Conventional Commits ფორმატით

კოდი 0
აქ არის ჩემი ცვლილებები (git diff ან აღწერა): [ჩასვი]. დაწერე commit-ის შეტყობინება ინგლისურად Conventional Commits ფორმატით: ტიპი (feat/fix/refactor/docs...), მოკლე სათაური მაქსიმუმ 50 სიმბოლო, ცარიელი ხაზი და 2-4 პუნქტიანი აღწერა რა და რატომ შეიცვალა. თუ ცვლილებები რამდენიმე დამოუკიდებელ საკითხს ეხება, შემომთავაზე, როგორ დავყო ცალკე commit-ებად.
გვერდი →
84

Python სკრიპტი რუტინული საქმის ავტომატიზაციისთვის

წერს მზა სკრიპტს ფაილებთან, Excel-თან ან ტექსტთან განმეორებადი სამუშაოსთვის

კოდი 0
დამიწერე Python სკრიპტი, რომელიც: [აღწერე ამოცანა, მაგ. საქაღალდეში ყველა Excel ფაილს აერთიანებს ერთ ცხრილად]. ჩემი გარემო: [Windows/Mac], Python-ის ცოდნა: [დამწყები/საშუალო]. გამოიყენე მხოლოდ აუცილებელი ბიბლიოთეკები და მიუთითე ინსტალაციის ბრძანება. კოდს დაურთე კომენტარები ქართულად, შეცდომების დამუშავება და ინსტრუქცია, როგორ გავუშვა ნაბიჯ-ნაბიჯ.
გვერდი →
85

ხშირად დასმული კითხვები საიტისთვის

ქმნის FAQ სექციას მომხმარებლის რეალური შეკითხვებისა და ეჭვების მიხედვით

ბიზნესი და მარკეტინგი 0
ჩემი ბიზნესია: [აღწერე პროდუქტი/სერვისი], მომხმარებლები: [ვინ არიან]. შეადგინე საიტისთვის 10 ხშირად დასმული კითხვა და პასუხი ქართულად. დაფარე ფასი, მიწოდება/ვადები, დაბრუნება, გარანტია, გადახდა და ყველაზე ხშირი ეჭვი ყიდვამდე. პასუხები იყოს 2-3 წინადადება, მეგობრული და კონკრეტული. სადაც ჩემი ინფორმაცია არ გაქვს, დატოვე [ჩასასმელი] ველი.
გვერდი →
86

ხელშეკრულების მოკლე მიმოხილვა

ხელშეკრულებაში პოულობს მთავარ ვალდებულებებს, ვადებს და სარისკო პუნქტებს

ბიზნესი და მარკეტინგი 0
წაიკითხე ეს ხელშეკრულება: [ჩასვი ტექსტი]. მე ვარ [მხარე, მაგ. შემსრულებელი]. მომეცი: 1) 5-7 პუნქტიანი მოკლე შინაარსი მარტივი ენით; 2) ჩემი ვალდებულებები, ვადები და თანხები ცხრილად; 3) პუნქტები, რომლებიც ჩემთვის სარისკო ან ბუნდოვანია, ციტატით და ახსნით; 4) კითხვები, რომლებიც ხელმოწერამდე უნდა დავსვა. ბოლოს მიუთითე, რომ ეს იურიდიული კონსულტაცია არ არის.
გვერდი →
87

კოდის ტესტების შექმნა

წერს ტესტებს ძირითადი ქცევების, შეცდომებისა და ზღვრული შემთხვევების შესამოწმებლად

კოდი 0
შენ ხარ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სპეციალისტი. კოდი: [ჩასვი]. ენა და ვერსია: [მიუთითე]. ტესტირების ბიბლიოთეკა: [მიუთითე ან შემომთავაზე]. მოსალოდნელი ქცევა: [აღწერე]. ჯერ გამოყავი შესამოწმებელი სცენარები, შემდეგ დაწერე გასაშვები ტესტები ჩვეულებრივი, ზღვრული და არასწორი შემავალი მონაცემებისთვის. ტესტებმა შეამოწმოს მოსალოდნელი შედეგი და არა უბრალოდ გაიმეოროს კოდის ლოგიკა. გარე სერვისების ჩანაცვლება გამოიყენე მხოლოდ საჭიროებისას. დაამატე გაშვების ბრძანება და განმარტე, რას ამოწმებს თითოეული ტესტი. თუ კოდი არ გაგიშვია, პირდაპირ აღნიშნე ეს.
გვერდი →
88

მოკლე ვიდეოს სცენარი

ქმნის Reels-ის, TikTok-ის ან Shorts-ის გადასაღებად გამზადებულ სცენარს

ტექსტები და წერა 0
შენ ხარ მოკლე ვიდეოების სცენარისტი. თემა: [თემა]. აუდიტორია: [ვინ უყურებს]. პლატფორმა: [პლატფორმა]. ვიდეოს ხანგრძლივობა: [წამები]. მიზანი: [რის მიღწევა მინდა]. შემომთავაზე ყურადღების მისაპყრობი 3 განსხვავებული დასაწყისი და საუკეთესო ვარიანტზე ააწყვე სცენარი. ფორმატი: დროის მონაკვეთი, სათქმელი ტექსტი, კადრის აღწერა და ეკრანზე გამოსატანი მოკლე წარწერა. ტექსტი უნდა ეტეოდეს მითითებულ დროში ბუნებრივი საუბრის ტემპით. დასრულება დაუკავშირე ვიდეოს მიზანს. მოერიდე ყალბ სენსაციასა და დაუდასტურებელ ფაქტებს. გაითვალისწინე, რომ ვიღებ [ტელეფონით/სტუდიაში] და მაქვს [რესურსები].
გვერდი →
89

პროდუქტის აღწერა ონლაინმაღაზიისთვის

პროდუქტის მახასიათებლებს გარდაქმნის გასაგებ და დამაჯერებელ აღწერად

ბიზნესი და მარკეტინგი 0
შენ ხარ ონლაინმაღაზიის კოპირაიტერი. პროდუქტი: [სახელი]. დადასტურებული მახასიათებლები: [ჩამოთვალე]. სამიზნე მომხმარებელი: [აღწერე]. დაწერე: 1) გასაგები სათაური, 2) მაქსიმუმ 40-სიტყვიანი მოკლე აღწერა, 3) ხუთი მთავარი უპირატესობა, 4) დეტალური აღწერა 120–180 სიტყვით, 5) სამი სავარაუდო კითხვა პასუხებით. თითოეული მახასიათებელი დაუკავშირე პრაქტიკულ სარგებელს. არ მოიგონო მასალა, წარმომავლობა, სერტიფიკატი, გარანტია ან შედეგი. უცნობი დეტალები ცალკე ჩამომიწერე გადასამოწმებლად. ტექსტი იყოს ბუნებრივი ქართულით და ზედმეტი სარეკლამო ეპითეტების გარეშე.
გვერდი →
90

უკმაყოფილო მომხმარებლისთვის პასუხი

ამზადებს მშვიდ და კონკრეტულ პასუხს მომხმარებლის საჩივარზე

ბიზნესი და მარკეტინგი 0
შენ ხარ მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი. მომხმარებლის საჩივარი: [ჩასვი ტექსტი]. რეალურად რა მოხდა: [აღწერე]. კომპანიის წესები და რისი შეთავაზება შემიძლია: [მიუთითე]. მომიმზადე ორი პასუხი: მოკლე საჯარო კომენტარი და უფრო დეტალური პირადი შეტყობინება. აღიარე მომხმარებლის უკმაყოფილება, გასაგებად ახსენი შემდეგი ნაბიჯი და შეინარჩუნე მშვიდი, ადამიანური ტონი. არ დაადანაშაულო მომხმარებელი, არ გაასაჯაროო მისი პირადი მონაცემები და არ დაჰპირდე კომპენსაციას ან ვადას, რომელიც არ დამიდასტურებია. თუ ფაქტები არასაკმარისია, ჯერ დამისვი მაქსიმუმ 3 აუცილებელი კითხვა.
გვერდი →
91

სოციალური ქსელების 30-დღიანი კონტენტგეგმა

ადგენს მრავალფეროვან კონტენტგეგმას კონკრეტული მიზნებითა და პოსტების იდეებით

ბიზნესი და მარკეტინგი 0
შენ ხარ სოციალური მედიის სტრატეგი. შემიქმენი 30-დღიანი კონტენტგეგმა. ბიზნესი: [აღწერე]. აუდიტორია: [ვის ვესაუბრები]. პლატფორმა: [Facebook/Instagram/LinkedIn/TikTok]. მთავარი მიზანი: [ცნობადობა/ჩართულობა/გაყიდვები]. კვირაში შემიძლია მოვამზადო [რაოდენობა] პოსტი და [რაოდენობა] ვიდეო. პასუხი მომეცი ცხრილად: დღე, თემა, ფორმატი, პირველი წინადადება, მთავარი სათქმელი და მოქმედებისკენ მოწოდება. შეუთავსე სასარგებლო, გასართობი, ნდობის გამაძლიერებელი და გაყიდვაზე ორიენტირებული მასალა. არ გაიმეორო ერთი იდეა სხვადასხვა სათაურით. ბოლოს გამოყავი 5 პოსტი, რომელთა მომზადებითაც დავიწყო.
გვერდი →
92

პერსონალური მარკეტინგის დირექტორი

ეს პრომპტი ChatGPT-ს აქცევს შენი კომპანიის მარკეტინგის დირექტორად, რომელიც ყოველდღიურად იფიქრებს ბიზნესის ზრდაზე, ახალი იდეების მოძიებასა და გაყიდვების გაუმჯობესებაზე

ბიზნესი და მარკეტინგი 0
შენ ხარ ჩემი პერსონალური მარკეტინგის დირექტორი. გიფიქრია ასობით წარმატებული მარკეტინგული კამპანია და ყოველთვის ეძებ არასტანდარტულ, ეფექტურ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს. ჩემი ბიზნესი: [აღწერა] მინდა, რომ ყოველი პასუხის დროს იფიქრო, როგორც ბიზნესის თანამფლობელმა. როდესაც რაიმე კითხვას დაგისვამ: * ჯერ გააანალიზე სიტუაცია; * იპოვე ყველაზე დიდი შესაძლებლობები; * შემომთავაზე რამდენიმე ალტერნატიული გზა; * მითხარი რომელი გზაა ყველაზე ეფექტური და რატომ; * გამაფრთხილე შესაძლო შეცდომების შესახებ; * მომეცი კონკრეტული მოქმედებების სია, რომელიც დაუყოვნებლივ შემიძლია შევასრულო. არ შემომთავაზო ზოგადი რჩევები. ყველა რეკომენდაცია იყოს პრაქტიკული, დასაბუთებული და ორიენტირებული ბიზნესის რეალურ ზრდაზე
გვერდი →
93

გაყიდვების გაზრდა

იძლევა გაყიდვების ზრდის პრაქტიკულ იდეებს

ბიზნესი და მარკეტინგი 0
შენ ხარ გაყიდვების ექსპერტი. ჩემი ბიზნესია [ბიზნესი]. შემომთავაზე მინიმუმ 20 პრაქტიკული იდეა, როგორ გავზარდო გაყიდვები მოკლე და გრძელვადიან პერიოდში
გვერდი →
94

მარკეტინგული სტრატეგია

ადგენს მარკეტინგის გეგმას

ბიზნესი და მარკეტინგი 0
შენ ხარ Senior Digital Marketing Strategist. შემიქმენი მარკეტინგული სტრატეგია ბიზნესისთვის [ბიზნესი]. დაამატე: * იდეალური მომხმარებლის პროფილი * საუკეთესო მარკეტინგული არხები * კონტენტის იდეები * რეკლამის სტრატეგია * KPI-ები
გვერდი →
95

ბიზნეს გეგმის შექმნა

ქმნის დეტალურ ბიზნეს გეგმას ნებისმიერი იდეისთვის

ბიზნესი და მარკეტინგი 0
შენ ხარ გამოცდილი ბიზნეს კონსულტანტი და სტარტაპ მენტორი. მომამზადე პროფესიონალური ბიზნეს გეგმა შემდეგი იდეისთვის: [იდეა]. გეგმა უნდა მოიცავდეს: * ბიზნესის აღწერას * სამიზნე აუდიტორიას * კონკურენტების ანალიზს * მონეტიზაციის მოდელს * მარკეტინგულ სტრატეგიას * სავარაუდო რისკებს * პირველ 90-დღიან სამოქმედო გეგმას
გვერდი →
96

ფასწარმოქმნის სტრატეგია

გეხმარება პროდუქტის ფასის დასაბუთებულ განსაზღვრაში

ბიზნესი და მარკეტინგი 0
დამეხმარე ფასის განსაზღვრაში. პროდუქტი/სერვისი: [აღწერე]. ჩემი დანახარჯები: [თუ იცი]. კონკურენტების ფასები: [ჩამოთვალე ან დაწერე "არ ვიცი"]. გააანალიზე: 1) სამი ფასწარმოქმნის მიდგომა ჩემს შემთხვევაში (დანახარჯებზე, კონკურენტებზე და ღირებულებაზე დაფუძნებული) კონკრეტული ციფრებით, 2) დაბალი ფასის ფსიქოლოგიური რისკები, 3) 3-პაკეტიანი სტრუქტურის ვარიანტი (იაფი/ძირითადი/პრემიუმ) და რომელი უნდა იყოს "სამიზნე", 4) როგორ ავწიო ფასი მომავალში კლიენტების დაკარგვის გარეშე.
გვერდი →
97

მომხმარებლის პერსონის შექმნა

ადგენს დეტალურ პორტრეტს, ვისზეა შენი პროდუქტი

ბიზნესი და მარკეტინგი 0
შემიქმენი მომხმარებლის პერსონა. ჩემი პროდუქტი/სერვისი: [აღწერე]. ფასი: [ფასი]. პერსონაში ჩართე: სახელი და ასაკი, პროფესია და შემოსავალი, ყოველდღიური რუტინა, მთავარი პრობლემა რომელსაც ჩემი პროდუქტი უგვარებს, სად ეძებს ინფორმაციას (რომელი პლატფორმები), რა აჩერებს ყიდვისგან (3 ბარიერი), და რა ფრაზით აღწერდა თავად თავის პრობლემას. ბოლოს: 3 კონკრეტული დასკვნა, როგორ შევცვალო კომუნიკაცია ამ პერსონისთვის.
გვერდი →
98

ელ.ფოსტის შედგენა

აწესრიგებს საქმიან მიმოწერას ნებისმიერ სიტუაციაში

ტექსტები და წერა 0
დამიწერე პროფესიონალური ელ-ფოსტა ქართულად. სიტუაცია: [აღწერე - ვის სწერ, რა გინდა, რა კონტექსტია]. ტონი: თავაზიანი მაგრამ პირდაპირი. სტრუქტურა: მოკლე მისალმება, საქმის არსი პირველივე აბზაცში, საჭირო დეტალები, კონკრეტული შემდეგი ნაბიჯი. მაქსიმუმ 150 სიტყვა. Subject ხაზიც შემომთავაზე.
გვერდი →
ვერაფერი მოიძებნა

რა არის პრომპტი და რატომ აქვს მნიშვნელობა

პრომპტი არის ინსტრუქცია, რომელსაც ხელოვნურ ინტელექტს აძლევ. მიღებული პასუხის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად არის ეს ინსტრუქცია ჩამოყალიბებული: ზოგადი კითხვა ზოგად პასუხს იღებს, კონკრეტული და კარგად სტრუქტურირებული მოთხოვნა კი – ზუსტ, პრაქტიკულად გამოსადეგ შედეგს.

კარგი შაბლონი ოთხი ელემენტისგან შედგება: როლი (ვინ უნდა იყოს AI – რედაქტორი, HR მენეჯერი, პროგრამისტი), კონტექსტი (რა სიტუაციაა და რა მონაცემები გაქვს), ამოცანა (კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს) და ფორმატი (როგორ უნდა გამოიყურებოდეს პასუხი – სია, ცხრილი, ტექსტის სიგრძე). ამ გვერდზე შეკრებილი შაბლონები სწორედ ამ პრინციპითაა აწყობილი, ასე რომ მათი დაკვირვება საკუთარი პრომპტების წერასაც გასწავლის.

რომელ AI ინსტრუმენტთან ვიმუშაო

ბიბლიოთეკის შაბლონები უნივერსალურია და ყველა თანამედროვე მოდელთან მუშაობს. სამივე მთავარ ინსტრუმენტს აქვს უფასო ვერსია და სამივეს ესმის ქართული: ChatGPT ყველაზე უნივერსალურია ყოველდღიური ამოცანებისთვის, Claude განსაკუთრებით ძლიერია გრძელ ტექსტებთან და კოდთან მუშაობაში, Gemini კი Google-ის სერვისებთანაა ინტეგრირებული. სურათების პრომპტები (Midjourney/ChatGPT კატეგორია) ინგლისურადაა – გამოსახულების მოდელები ინგლისურ აღწერებზე შესამჩნევად უკეთ მუშაობენ.

როგორ გამოვიყენო ეს ბიბლიოთეკა

დააჭირე “კოპირებას”, გახსენი შენთვის სასურველი ჩატბოტი, ჩასვი ტექსტი და კვადრატულ ფრჩხილებში მოცემული ადგილები შენი მონაცემებით შეავსე. თუ პასუხი ბოლომდე ვერ მოგერგო, ნუ შეჩერდები – მიწერე დაზუსტება (“უფრო მოკლედ”, “შეცვალე ტონი”, “დაამატე მაგალითი”) და მოდელი პასუხს დახვეწს. AI-სთან მუშაობა დიალოგია და არა ერთჯერადი ბრძანება.

კიდევ სამი რჩევა უკეთესი შედეგისთვის: მიეცი მოდელს რეალური კონტექსტი (რაც მეტი დეტალი, მით უკეთესი პასუხი), სთხოვე რამდენიმე ვარიანტი ერთის ნაცვლად, და კრიტიკული ინფორმაცია ყოველთვის გადაამოწმე – მოდელები ხანდახან თავდაჯერებულად წერენ არასწორ ფაქტებს.

ცოცხალი რეიტინგი

სია ცოცხალია: შაბლონები კოპირებების რაოდენობით ლაგდება, ასე რომ ყველაზე გამოყენებადი ყოველთვის ზემოთაა – რასაც ხალხი რეალურად იყენებს, ის თავად ადის სიის სათავეში. ბიბლიოთეკა რეგულარულად ივსება: თუ კონკრეტული ამოცანისთვის შაბლონი ვერ იპოვე, მოგვწერე და დავამატებთ.

თუ ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ახალი ხარ, ჯერ გაეცანი ჩვენს გზამკვლევს – რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ მუშაობს, ხოლო ინსტრუმენტების სრული სია ნახე AI კატალოგში.