აქციეთ Google Gemini თქვენს სასწავლო პარტნიორად – ლექციის ქაოსური ჩანაწერების პოდკასტად გარდაქმნით დაწყებული, პერსონალიზებული ქვიზებით საკუთარი ცოდნის შემოწმებით დამთავრებული
მოუყარეთ თავი ყველა მასალას ერთ სივრცეში
დაივიწყეთ უამრავი გახსნილი ჩანართი სხვადასხვა საგნისა თუ პროექტისთვის. Gemini Notebooks თქვენს წყაროებს ერთიან „სამეთაურო ცენტრად“ აქცევს, რომელიც იმახსოვრებს თქვენს პროგრესს და საშუალებას გაძლევთ განაგრძოთ ზუსტად იქიდან, სადაც გაჩერდით. შეგიძლიათ შექმნათ გამოყოფილი რვეული და ატვირთოთ ყველაფერი: ლექციების PDF ფაილები, დაფის ფოტოები, კონსპექტები და სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ჩატის ისტორიაც კი.
სარჩევი
შექმენით სასწავლო გზამკვლევები (Study Guides)
ფაილების ატვირთვის შემდეგ, მძიმე სამუშაო Gemini-ს მიანდეთ. მას შეუძლია ასობით გვერდიანი მასალა ლოგიკურ, სტრუქტურირებულ გზამკვლევად ან ე.წ. ფლეშ-ბარათებად (Flashcards) აქციოს. დროის დასაზოგად, სთხოვეთ Gemini-ს გამოტოვოს უკვე ნაცნობი საბაზისო საკითხები და პირდაპირ ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან თემებზე ფოკუსირდეს.
ატვირთეთ მასალა და სცადეთ ეს პრომპტი:
Create a study guide based on my course materials for my exams. To get a tailored study guide, upload your documents before hitting submit
აქციეთ თქვენი ჩანაწერები პოდკასტად
თუ კითხვისას ინფორმაციის დამახსოვრება გიჭირთ, რატომ არ უნდა ისწავლოთ მოსმენით? აუდიო მიმოხილვების (Audio Overviews) ფუნქციით, შეგიძლიათ სტატიკური ტექსტი საინტერესო, პოდკასტის სტილის დიალოგად აქციოთ. ხელოვნური ინტელექტის ორი „წამყვანი“ განიხილავს თქვენს მასალებს, რაც გამოცდებისთვის მომზადებას სეირნობისას ან თუნდაც წამოწოლილს ბევრად გაგიმარტივებთ.
შექმენით პერსონალიზებული და ინტერაქტიული ვიზუალიზაციები
რთული და აბსტრაქტული კონცეფციების აღსაქმელად, Gemini გეხმარებათ შექმნათ სხვადასხვა სისტემის ინტერაქტიული სიმულაციები და მოდელები პირდაპირ ჩატში. მარტივი მოთხოვნით შეგიძლიათ მიიღოთ მოლეკულური სტრუქტურების, ფიზიკის კანონების ან სხვა რთული მექანიზმების თვალსაჩინო ვიზუალიზაცია.
გაარკვიეთ, კიდევ რისი სწავლა გჭირდებათ
შეამოწმეთ თქვენი ცოდნა პერსონალიზებული ტესტებითა და ქვიზებით. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ Gemini Live (სასაუბრო რეჟიმი) და კონკრეტული საკითხი ხმამაღლა აუხსნათ მას. Gemini მოისმენს, იპოვის ლოგიკურ ხარვეზებს თქვენს მსჯელობაში და დაგისვამთ დამატებით კითხვებს დასაზუსტებლად, ზუსტად ისე, როგორც ამას თქვენი ლექტორი თუ მასწავლებელი გააკეთებდა.
ატვირთეთ დოკუმენტი და სცადეთ ეს პრომპტი:
Create a quiz based on the course materials for my exam.
აითვისეთ რთული თემები ეტაპობრივად
პირდაპირი და მზა პასუხების მიღების ნაცვლად, „მართვადი სწავლების“ (Guided Learning) ფუნქცია დაგისვამთ ღია კითხვებს, რათა მასალა უფრო სიღრმისეულად გაიაზროთ და ეტაპობრივად ამოხსნათ პრობლემა. გარდა ამისა, შეგიძლიათ უბრალოდ გადაუღოთ ფოტო თქვენს ხელით დაწერილ მათემატიკურ ამოცანას ან ნახაზს და სთხოვოთ ხელოვნური ინტელექტის მოდელს, აგიხსნათ კონცეფცია ან შეგიმოწმოთ, ხომ არ დაუშვით შეცდომა
სცადეთ ეს პრომპტი:
Help me with this homework problem. A 10.5kg test rocket is fired vertically from Cape Canaveral. Its fuel gives it a kinetic energy of 1925J by the time the rocket engine burns all the fuel. What additional height will the rocket rise? Assume that air resistance
ხელოვნური ინტელექტის მოდელები გვიმარტივებენ საქმეს ყოველდღიურობაში, მათ შორის სწავლაშიც. საქმეში მათი ჩართვა კი პირველ რიგში ზოგავს დროს და უფრო ეფექტურს ხდის ჩვენს სწავლის თუ სამუშაო პროცესს.
Gemini - სხვა სტატიები
Gemini 3.8 Flash – Google-ის ახალი Flash მოდელი
Gemini Omni 1.1 Flash – Google-ის ახალი AI ვიდეო მოდელი
Gemini 3.7 Flash – Google-ის ახალი AI მოდელი
