მკითხე ნებისმიერ რამეზე ან აირჩიე ერთ-ერთი დავალება.
AI ჩატი ქართულად უფასო ჩატია ხელოვნური ინტელექტით: დაწერე შეკითხვა ქართულად და პასუხსაც ქართულად მიიღებ. რეგისტრაცია არ სჭირდება.
რაში დაგეხმარება
- წერა. სამოტივაციო წერილი, CV, განცხადება, მისალოცი ან ოფიციალური წერილი.
- თარგმანი. ქართულიდან ინგლისურად და პირიქით, სასურველი ტონით.
- სწავლა. რთული თემის მარტივი ახსნა, ტესტი ან სავარჯიშოები.
- დაგეგმვა. მოგზაურობის მარშრუტი, კვირის მენიუ, ოჯახის ბიუჯეტი.
- სამსახური. შეხვედრის შეჯამება, იდეები, ელფოსტაზე პასუხი.
როგორ მივიღო უკეთესი პასუხი
რაც უფრო კონკრეტულად დაწერ, მით უკეთესი იქნება პასუხი. თქვი, ვისთვისაა ტექსტი, რა სიგრძის უნდა იყოს და რა ტონით. თუ პასუხი არ მოგეწონა, იმავე საუბარში დაწერე, რა შეცვალოს: ჩატს წინა შეტყობინებები ახსოვს. მზა მაგალითებს პრომპტების გვერდზე ნახავ, ChatGPT-ის გამოყენების გზამკვლევი კი აქაა.
ხშირად დასმული კითხვები
უფასოა?
კი. დღეში 10 შეტყობინების გაგზავნა შეგიძლია, ლიმიტი ყოველდღე ახლდება.
რომელ მოდელზე მუშაობს?
ჩატი OpenAI-ის მოდელზე მუშაობს. ეს ის კომპანიაა, რომელიც ChatGPT-ს ქმნის.
სად ინახება ჩემი საუბარი?
საუბარი შენს ბრაუზერში ინახება, llm.ge მას სერვერზე არ წერს. „ახალი საუბარი“ ღილაკით ძველ საუბარს წაშლი. პაროლს, ბარათის ნომერს და სხვა პირად მონაცემებს ჩატში ნუ ჩაწერ.
რამდენად ზუსტია პასუხები?
AI ზოგჯერ ცდება. ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, ამიტომ ახალ ამბებს, ფასებსა და თარიღებს შეიძლება არ იცნობდეს. ჯანმრთელობის, სამართლისა და ფინანსების საკითხებზე პასუხი ზოგადი ინფორმაციაა და სპეციალისტის რჩევას არ ცვლის.