THE AGE OF AI

PDF-ის თარგმნა ქართულად

ატვირთე PDF, Word-ის ან ტექსტური ფაილი და რამდენიმე წუთში მიიღე მისი გამართული თარგმანი ქართულად. თარგმანს დააკოპირებ ან Word-ის ფაილად ჩამოტვირთავ. ხელსაწყო უფასოა და რეგისტრაციას არ ითხოვს.

PDF
თარგმანი

llm.ge ფაილს და თარგმანს არ ინახავს. პაროლები, ბარათის ნომრები და სხვა საიდუმლო მონაცემები ნუ ატვირთე.

როგორ ვთარგმნო PDF ქართულად

  1. ჩააგდე ფაილი ველში ან დააჭირე და აირჩიე კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან.
  2. აირჩიე ენა: ქართულად ან ინგლისურად.
  3. დააჭირე „თარგმნა“-ს. გრძელი დოკუმენტი ნაწილ-ნაწილ ითარგმნება და თარგმანი ეკრანზე თანდათან გამოჩნდება.
  4. დააკოპირე ტექსტი ან ჩამოტვირთე Word-ის ფაილი.

რომელი ენებიდან თარგმნის

დოკუმენტი შეიძლება იყოს ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ, თურქულ ან სხვა გავრცელებულ ენაზე: ენას ხელსაწყო თვითონ ცნობს. შეგიძლია ქართული დოკუმენტიც თარგმნო ინგლისურად.

რისთვის გამოდგება

  • ხელშეკრულება ან ინვოისი, რომლის შინაარსიც ხელმოწერამდე უნდა გაიგო;
  • ინსტრუქცია, სახელმძღვანელო ან ტექნიკური დოკუმენტაცია;
  • სამეცნიერო სტატია ან სასწავლო მასალა;
  • უცხოური ორგანიზაციის, უნივერსიტეტის ან საელჩოს წერილი;
  • CV ან სამოტივაციო წერილი, რომელიც ინგლისურად უნდა გადაიტანო.

რა უნდა იცოდე

  • სკანირებულ PDF-ს, სადაც ტექსტი სურათის სახითაა, ხელსაწყო ვერ კითხულობს.
  • ერთ ჯერზე დაახლოებით 15 გვერდი ითარგმნება. უფრო გრძელი დოკუმენტი ნაწილებად ატვირთე.
  • ცხრილები და სურათები თარგმანში არ გადადის: მიიღებ ტექსტს აბზაცებად.
  • დღეში სათარგმნი ფაილების რაოდენობა შეზღუდულია.

ხშირი კითხვები

უფასოა?

კი, უფასოა და რეგისტრაცია არ სჭირდება. დღეში თარგმნის რაოდენობა შეზღუდულია.

ინახება ჩემი ფაილი?

არა, llm.ge არც ფაილს ინახავს და არც თარგმანს. მაინც ნუ ატვირთავ პაროლებს, ბარათის ნომრებს და სხვა საიდუმლო მონაცემებს.

რამდენად ზუსტია თარგმანი?

ხელსაწყო ბუნებრივ, გამართულ ქართულს წერს, მაგრამ შეიძლება შეცდეს. სახელები, თარიღები, თანხები და სპეციალური ტერმინები გადაამოწმე.

გამოდგება ოფიციალური დოკუმენტისთვის?

შინაარსის გასაგებად კი. სადმე ოფიციალურად წარსადგენად ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი გჭირდება.

ტელეფონიდან მუშაობს?

კი, ფაილის ატვირთვაც და თარგმანის ჩამოტვირთვაც ტელეფონიდან შეგიძლია.

მოკლე ტექსტი მაქვს და ფაილი არა.

გამოიყენე AI თარჯიმანი: ჩასვამ ტექსტს და მაშინვე მიიღებ თარგმანს.