AI თარჯიმანი ინგლისურ ტექსტს ბუნებრივ ქართულად თარგმნის, ქართულს კი ინგლისურად. ჩასვი ტექსტი, აირჩიე ტონი და დააჭირე ღილაკს „თარგმნე“.
როგორ გამოვიყენო AI თარჯიმანი
- ჩასვი ან ჩაწერე ტექსტი პირველ ველში. გრძელი ტექსტი ნაწილებად ჩასვი.
- მიმართულებას ხელსაწყო თავად ცნობს ტექსტის ენის მიხედვით. შეცვლა ისრებიანი ღილაკითაც შეგიძლია.
- აირჩიე ტონი: ნეიტრალური, ოფიციალური ან მეგობრული, და დააჭირე „თარგმნე“.
რით განსხვავდება ჩვეულებრივი თარჯიმნისგან
ჩვეულებრივი მანქანური თარგმანი ხშირად სიტყვასიტყვით მიჰყვება დედანს, ამიტომ ქართული წინადადება ხელოვნურად ჟღერს. AI თარჯიმანი ცდილობს, აზრი ისე გადმოსცეს, როგორც ქართველი იტყოდა: ბუნებრივი წყობით და სწორი ბრუნვებით. ტონის არჩევით ერთი და იგივე ტექსტი ოფიციალურ წერილადაც გამოდგება და მეგობრულ შეტყობინებადაც.
რისთვის გამოდგება
- ინგლისური წერილის, შეტყობინების ან ინსტრუქციის გაგება
- ქართულად დაწერილი წერილის ინგლისურად გაგზავნა
- სტატიის ან სასწავლო მასალის აბზაცების თარგმნა
ხშირი კითხვები
უფასოა?
დიახ, უფასოა და რეგისტრაცია არ სჭირდება. მოქმედებს მხოლოდ დღიური ლიმიტი.
შეიძლება შეცდეს?
დიახ. მნიშვნელოვანი ტექსტი გაგზავნამდე გადაიკითხე, განსაკუთრებით რიცხვები, სახელები და ტერმინები.
შეიძლება ოფიციალური დოკუმენტის თარგმნა?
შინაარსის გასაგებად კი. იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი სჭირდება, რასაც ეს ხელსაწყო ვერ ჩაანაცვლებს.
ინახება ჩემი ტექსტი?
არა, ტექსტს არ ვინახავთ. მაინც ნუ ჩასვამ პაროლებს, ბარათის ნომრებს და სხვა საიდუმლო ინფორმაციას.
სხვა ამოცანებისთვის იხილე AI ინსტრუმენტების კატალოგი და მზა პრომპტები.