Anthropic-მა Claude-ის ხმოვანი რეჟიმის განახლება გამოუშვა. ამიერიდან Claude Voice Mode მუშაობს Claude Opus-სა და Claude Sonnet-ზეც, და არა მხოლოდ Claude Haiku-ზე, როგორც აქამდე იყო. ამასთან, ხმოვან რეჟიმს დაემატა დაკავშირებულ ინსტრუმენტებზე წვდომა და რამდენიმე ახალი ენა.
Claude Voice Mode ახლა Opus-სა და Sonnet-ზე მუშაობს
აქამდე ხმოვანი რეჟიმი მხოლოდ Claude Haiku-ზე იყო აწყობილი. Anthropic ამას სიჩქარით ხსნის: Haiku სწრაფად პასუხობდა, მაგრამ საუბარი ყოველთვის ღრმა არ გამოდიოდა.
სარჩევი
ახლა მოდელის გადართვა პირდაპირ საუბრის მიმდინარეობისას შეიძლება, მოდელების ამომრჩევიდან. ხმოვანი რეჟიმი შერჩეული მოდელის ყველაზე სწრაფ ვერსიას იყენებს, რომ დიალოგმა ტემპი არ დაკარგოს.
ნაგულისხმევად ირთვება ის მოდელი, რომელიც ბოლოს ტექსტურ ჩატში გამოიყენე. ეს იმას ნიშნავს, რომ ხმასა და ტექსტს შორის გადასვლისას საუბარი თავიდან არ იწყება.
Anthropic-ის აღწერით, საუბარი რიგრიგობით მიმდინარეობს: Claude ჯერ უსმენს, შემდეგ ჩერდება საფიქრებლად და მერე პასუხობს.
Gmail, Slack და სხვა დაკავშირებული ინსტრუმენტები
Claude Voice Mode-ს ახლა უკვე მიუწვდება ხელი იმ ინსტრუმენტებზე, რომლებიც ანგარიშზე გაქვს დაკავშირებული. მათ შორისაა Gmail, Slack, Google Calendar და Canva.
ბლოგპოსტში მოყვანილი მაგალითებია: შეხვედრის 30 წუთით გადაწევა Google Calendar-ში, დღეს მიღებული წერილების შეჯამება და ყველაზე მნიშვნელოვანებზე პასუხების მონახაზის მომზადება, ან პიჩზე საუბრის Canva-ს ერთგვერდიან დოკუმენტად ქცევა.
ინსტრუმენტის გამოყენებამდე Claude ნებართვას ითხოვს. ახალი კავშირის დამატება პარამეტრებში, Connectors-ის განყოფილებიდან შეიძლება – მობილურ, დესკტოპისა და ვებ აპლიკაციაში.
ახალი ენები: ქართული ჯერჯერობით სიაში არ არის
ხმოვან რეჟიმს ენების არჩევანი გაუფართოვდა და ეს ყველა გეგმაზე მუშაობს. ხელმისაწვდომი ენებია:
- ინგლისური
- ფრანგული
- გერმანული
- ჰინდი
- ინდონეზიური
- იტალიური
- იაპონური
- კორეული
- პორტუგალიური (ბრაზილიური)
- ესპანური (ლათინური ამერიკა)
- ესპანური (ესპანეთი)
ქართული ამ სიაში არ არის, ამიტომ ქართველ მომხმარებელს ხმოვან რეჟიმში ჯერ კიდევ ინგლისურით ან სხვა მხარდაჭერილი ენით მოუწევს საუბარი.
ენა ავტომატურად არ ამოიცნობა. გადასართავად ან ხმამაღლა უნდა უთხრა Claude-ს, ან ხმის პარამეტრებში ენების ამომრჩევიდან აირჩიო. ტექსტური ჩატის ენის პარამეტრი ხმოვან რეჟიმზე არ გადმოდის, ცალკე უნდა დააყენო.
ვისთვის არის ხელმისაწვდომი
განახლება ბეტა რეჟიმშია და ყველა ჩატის მომხმარებელს მიუწვდება ხელი მობილურზე, დესკტოპსა და ვებზე.
უფასო გეგმაზე ხმოვანი რეჟიმი Claude Haiku-ზე რჩება, ერთი დაკავშირებული ინსტრუმენტითა და ყველა ხელმისაწვდომი ენით. ფასიან გეგმებზე ხელმისაწვდომია გაფართოებული მოდელები და ყველა დაკავშირებული ინსტრუმენტი.
ხმოვანი საუბრები ჩვეულებრივ ლიმიტებში ითვლება. Claude Voice Mode მობილურ აპში ხმის ტალღის ხატულაზე დაჭერით ირთვება.
სხვა თემები
Claude Academy – Anthropic-ის უფასო AI კურსები
Claude protein design – AI-მ ცილები ავტონომიურად შექმნა
Claude – Anthropic-ის AI ასისტენტი
