xAI-მ Grok-ს ახალი Build Mode დაამატა, რომელიც აპლიკაციის აწყობის საშუალებას პირდაპირ grok.com-იდან, iOS-იდან და Android-იდან იძლევა. კომპანიის განცხადებით, ერთი პრომპტი საკმარისია იმისთვის, რომ იდეა გამოქვეყნებულ პროდუქტად იქცეს
რას აკეთებს Build Mode grok.com-ზე
Build Mode ჩვეულებრივი კოდის გენერაციისგან იმით განსხვავდება, რომ პროცესი მუშა და გამოქვეყნებული აპლიკაციით სრულდება. მომხმარებელი აღწერს, რისი აწყობა უნდა, ხოლო Grok მთელ ჯაჭვს ამუშავებს.
სარჩევი
Grok-ით შეიძლება აიწყოს დაშბორდები, პროდუქტიულობის აპლიკაციები, თამაშები და სხვა მსგავსი პროექტები. რეჟიმი ისევე იხსნება grok.com-ზე, როგორც მობილურ აპლიკაციაში.
რა დგას აპლიკაციების უკან
აპლიკაციები სრულ Grok Build კოდირების აგენტს იყენებს. ეს არის იგივე აგენტი, რომელსაც xAI დეველოპერული სამუშაოსთვის გვთავაზობს.
xAI აზუსტებს, რომ აგენტს რამდენიმე ინსტრუმენტი აქვს ხელმისაწვდომი:
- ქვე-აგენტები ამოცანების პარალელურად დასამუშავებლად
- ბრაუზერის ინსტრუმენტები, რომლითაც აგენტი ვებთან მუშაობს
- Grok Imagine-ის გენერაციის ინსტრუმენტები ვიზუალური კონტენტისთვის
ანუ აპლიკაციის შიგნით გამოსახულებების გენერაცია ცალკე სერვისს არ მოითხოვს.
გამოქვეყნება grok.me დომენზე ან საკუთარზე
მზა აპლიკაცია შეიძლება გამოქვეყნდეს საკუთარ grok.me ქვედომენზე (მაგ:llmge.grok.me). ალტერნატივა ნებისმიერი დომენია, რომელსაც მომხმარებელი ფლობს.
ეს ნიშნავს, რომ ჰოსტინგისა და დომენის ცალკე უზრუნველყოფა აპპ-ის გაშვებისას
საჭირო არაა, თუ რა თქმა უნდა ეს არ გჭირდებათ.
კოდის ექსპორტი GitHub-ზე
ვინც აპლიკაციაზე მუშაობის გაგრძელებას დამოუკიდებლად აპირებს, საწყისი კოდი GitHub-ზე შეუძლია გაიტანოს. ეს იმ შემთხვევებისთვისაა მნიშვნელოვანი, როცა პროექტი პროტოტიპის ფაზას სცდება.
სამი მაგალითი xAI-ის გუნდისგან
xAI-მ საკუთარი გუნდის რამდენიმე ფავორიტი გამოაქვეყნა, რომლებიც Build Mode-ითაა აწყობილი:
- driver.grok.me – მართვის სიმულატორი
- bbox.grok.me – ბიტ-მანქანა
- gravity.grok.me – ფიზიკის სათამაშო მოედანი
სამივე მაგალითი აჩვენებს, რომ საუბარია არა სტატიკურ გვერდებზე, არამედ ინტერაქტიულ აპლიკაციებზე.
ვისთვისაა ხელმისაწვდომი
ამჟამად Build Mode SuperGrok Heavy-ის გამომწერებისთვისაა გახსნილი. xAI-ს არ დაუზუსტებია, როდის გავრცელდება ფუნქცია სხვა პაკეტებზე.
სხვა თემები
კოლექტიური კიბერთავდაცვა: OpenAI-ის ღია წერილი
GlucoFM – Google-ის ახალი AI მოდელი
Grok – რა არის და რა შეუძლია SpaceXAI-ის AI ასისტენტს
