AI ლაბორატორია უფასო AI თამაშია ქართულად: ასწავლე მოდელს, გაწვრთენი, გამოუშვი და კონკურენტებზე ადრე შექმენი AGI.
როგორ ვითამაშო
- ასწავლე. გაკვეთილზე სწორ პასუხს ირჩევ: ასრულებ ანდაზას, თარგმნი სიტყვას, ხსნი ამოცანას. რასაც ასწავლი, მოდელი იმას იმახსოვრებს, შეცდომებსაც.
- გაწვრთენი და გამოუშვი. ყოველი წვრთნის შემდეგ მოდელი ერთი დონით ჭკვიანდება. გამოშვების დღეს მას ქულას უწერენ, ხალხი კი ფულს იხდის.
- გააფართოვე ლაბორატორია. ფულით ტექნიკას ყიდულობ, გუნდს ზრდი და ტექნოლოგიებს ხსნი.
- დაასწარი კონკურენტებს. AGI-სკენ კიდევ ოთხი ლაბორატორია მიიწევს. მეათე დონეზე მოდელი AGI ხდება.
რას გაიგებ თამაშის დროს
თამაშში ის ტერმინები გხვდება, რომლებითაც ნამდვილი მოდელები იქმნება: ტოკენი, ტრანსფორმერი, ფაინ-თიუნინგი, RLHF, კვანტიზაცია, RAG, დისტილაცია, AI აგენტი და AGI.
ხშირი კითხვები
უფასოა?
დიახ, უფასოა და რეგისტრაცია არ სჭირდება.
რამდენ ხანს გრძელდება ერთი თამაში?
AGI-მდე მისვლას დაახლოებით 40-50 წუთი სჭირდება. ერთ ჯერზე დასრულება აუცილებელი არ არის: პროგრესი ინახება და შემდეგ ჯერზე იქიდან აგრძელებ, სადაც გაჩერდი.
ტელეფონზეც მუშაობს?
დიახ, თამაში ტელეფონის ეკრანზეა მორგებული და კომპიუტერზეც ისევე მუშაობს.
სად ინახება პროგრესი?
შენსავე ბრაუზერში. სხვა მოწყობილობაზე ან სხვა ბრაუზერში თამაში თავიდან დაიწყება.