ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის შესახებ
LLM.GE ქართულენოვანი ვებ-გვერდია ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ვაშუქებთ ინდუსტრიის სიახლეებს, ტექნოლოგიებს გასაგებ ენაზე ვხსნით და ვქმნით პრაქტიკულ მასალებს მათთვის, ვისაც ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ საქმეში გამოყენება სურს.
პროექტი 2025 წელს მარტივი დაკვირვებით დაიწყო: ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური სფეროა, ქართულად კი მასზე თითქმის არაფერი იწერებოდა. რაც არსებობდა, ან ინგლისურენოვანი წყაროების ზედაპირული თარგმანი იყო, ან იმდენად ტექნიკური, რომ ჩვეულებრივ მკითხველს ნაკლებ სარგებელს აძლევდა. LLM.GE სწორედ ამ სიცარიელის შევსებას ცდილობს.
- 450+სტატია
- 22კატეგორია
- 2025წლიდან
რაზე ვწერთ
საიტზე 450-ზე მეტი სტატიაა 22 კატეგორიაში. ძირითადი მიმართულებები:
მოდელები
ახალი გამოშვებები OpenAI-სგან, Anthropic-ისგან, Google-სგან, Meta-სგან, xAI-სგან და სხვა კომპანიებისგან.
პრაქტიკული გზამკვლევები
როგორ გამოვიყენოთ ChatGPT, Claude, Gemini, Grok და სხვა ინსტრუმენტები კონკრეტული ამოცანებისთვის.
აგენტები
სისტემები, რომლებიც მრავალსაფეხურიან დავალებებს დამოუკიდებლად ასრულებენ.
მედიცინა და ბიოტექნოლოგიები
დიაგნოსტიკა, წამლების აღმოჩენა, სიცოცხლის გახანგრძლივების კვლევები.
ინდუსტრიის მოვლენები
რეგულირება, უსაფრთხოება, კომპანიების სტრატეგიები და AGI-ის ირგვლივ მიმდინარე დისკუსია.
ხელოვნურ ინტელექტს ნულიდან ეცნობი? დაიწყე ჩვენი სრული გზამკვლევით: ხელოვნური ინტელექტი: რა არის და როგორ მუშაობს.
როგორ ვამზადებთ მასალას
რედაქციული პრინციპები, რომლებსაც ვიცავთ:
- პირველწყარო. ყოველი სიახლე მოწმდება პირველწყაროზე: კომპანიის ვებ-გვერდზე, სამეცნიერო ნაშრომში ან ოფიციალურ დოკუმენტაციაში.
- ქართული და არა თარგმანი. ტექსტი ქართულად იწერება და არა ინგლისურიდან სიტყვასიტყვით გადმოტანით. ტერმინი, რომელსაც ქართული შესატყვისი არ აქვს, ინგლისურად რჩება და განიმარტება.
- გამიჯნული ფაქტი და შეფასება. როცა საკითხი სადავოა ან პროგნოზს ეხება, ამას პირდაპირ ვწერთ და დადგენილ ფაქტად არ ვასაღებთ.
- განახლება. გზამკვლევებსა და მიმოხილვებს პერიოდულად ვაახლებთ. განახლების თარიღი მასალის ბოლოსაა მითითებული.
- შესწორება. შეცდომას მაშინვე ვასწორებთ, როგორც კი შევიტყობთ. თუ უზუსტობა შეამჩნიე, მოგვწერე.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება
თემატიკიდან გამომდინარე, ლოგიკურია კითხვა: იყენებს თუ არა LLM.GE თავად ხელოვნურ ინტელექტს? დიახ. ის გვეხმარება წყაროების დამუშავებაში, ტექსტის შედგენასა და რედაქტირებაში, ასევე ილუსტრაციების მომზადებაში.
ამასთან, ყოველი მასალის ფაქტობრივ სიზუსტეზე ადამიანია პასუხისმგებელი. არცერთი სტატია არ ქვეყნდება ავტომატურად, გადამოწმების გარეშე. სწორედ ჰალუცინაციები, რომლებზეც ჩვენს გზამკვლევებში ვწერთ, ჩვენივე სამუშაო პროცესის მთავარი საკონტროლო წერტილია.
რედაქცია და დამოუკიდებლობა
მასალები ქვეყნდება სახელით LLM.GE რედაქცია. LLM.GE დამოუკიდებელი პროექტია: მასალები შეკვეთით არ იწერება და კომპანიების მიმართ ჩვენი შეფასება კომერციულ ურთიერთობებზე არ არის დამოკიდებული. თუ პუბლიკაცია სპონსორირებულია ან პარტნიორულ ბმულს შეიცავს, ეს თავად მასალაში პირდაპირ იქნება მითითებული.
დაგვიკავშირდი
გაქვს წინადადება, რჩევა, თანამშრომლობის შეთავაზება ან უბრალოდ კითხვა? მოგვწერე.