როგორ მივიღოთ ყოველდღიური სიახლეები ავტომატურად Gemini-სგან

GeminiRec

როგორ მივიღოთ ყოველდღიური სიახლეები ავტომატურად Gemini-სგან?

ინფორმაციის მუდმივ ნაკადში ცხოვრება რთულია. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, არამედ მისი ორგანიზებული, შეჯამებული მიწოდება კონკრეტულ დროს. სწორედ ამ პრობლემას აგვარებს Gemini-ის პლატფორმის ავტომატიზაციის შესაძლებლობები, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ყოველდღიური შეჯამება (Recap) თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე.

თუ გსურთ, რომ ყოველდღიურად, თქვენთვის სასურველ დროს მიიღოთ AI-ის მიერ მომზადებული, უახლესი ამბების პაკეტი, მიჰყევით ამ მარტივ სტრატეგიას.

იმისათვის, რომ Gemini-მ კონკრეტული ამოცანა შეასრულოს რეგულარულად, თქვენ უნდა შექმნათ მოთხოვნა (Prompt) ან გამოიყენოთ ინტეგრაციის სერვისები.

როგორ დავაყენოთ ყოველდღიური განახლებების მიღება: ამისათვის საჭიროა ლოგიკური ბრძანების სწორად ფორმულირება

ეტაპი A: მოთხოვნის (Prompt) ფორმულირება

თქვენი მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიო, კონტექსტუალური და უნდა მოიცავდეს ოთხ მთავარ კომპონენტს:

1. მოქმედების ტიპი: “შეაჯამე” ან “გააკეთე Recup”

2. თემა: ზუსტად რის შესახებ გსურთ ინფორმაცია – მაგალითად, „უახლესი ამბები სამედიცინო სფეროში“ ან „ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით”

3. ფორმატი: როგორ გსურთ, რომ ეს შეჯამება გამოიყურებოდეს – მაგალითად, „გამოიყენე მხოლოდ 3 ბულეტ პოინტი”, „იყავი ფორმალური“ ან „დაწერე როგორც ტექნიკური ანგარიში“

4. განმეორებადობის მოთხოვნა: გამოაგზავნე ეს შეჯამება ყოველდღე, დილის 9:00 საათზე (თბილისის დროით)”.

მაგალითი მოთხოვნა:

„შემიქმენი ყოველდღიური Recap AI-ის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებზე ბოლო 24 საათის განმავლობაში. შედეგი დაყავი 3 ბულეტად და მომაწოდე ყოველ დილას, 8:30 საათზე“

ყოველდღიური, AI-ის მიერ მომზადებული შეჯამების მიღება დაგეხმარებათ:
• ინფორმაციული დატვირთვის შემცირება: თქვენ მიიღებთ მხოლოდ იმას, რაც კრიტიკულია, AI-ის მიერ უკვე გაფილტრულ და შეჯამებულ ფორმატში.
• კონცენტრაცია: დროის დაზოგვა, რომელიც დაგჭირდებოდათ ათობით საიტის დამოუკიდებლად გადამოწმებისთვის.
• მუდმივი სწავლა: რეგულარული განახლებები საშუალებას გაძლევთ მუდმივად იყოთ საქმის კურსში, ხანგრძლივი შესვენებების გარეშე.
ეს ფუნქცია გარდაქმნის ინფორმაციის მოხმარების წესს და Gemini-ს აქცევს თქვენი პროფესიული და პირადი განვითარების მუდმივ, სანდო პარტნიორად.

შენიშვნა: აღნიშნული სერვისის მისაღებად საჭიროა გააქტიურებული გქონდედ Gemini-ს გამოწერა

×
AI
• OpenAI: OpenAi-მ Deep Research გააუმჯობესა • AI მედიცინა: ხელოვნური ინტელექტი და მედიცინა: 1995 წლიდან დღემდე • AI მოვლენა: DOE და ხელოვნური ინტელექტი: 1000 წლიანი ნახტომი მეცნიერებაში • Blog: VibeCoding – როგორ შეიცვალა კოდის წერა • AI მედიცინა: OpenAI-მ და Ginkgo-მ „ავტონომიური ლაბორატორია“ შექმნეს • Anthropic: Anthropic-მა Claude 4.6 გამოუშვა • OpenAI: OpenAi-მ Deep Research გააუმჯობესა • AI მედიცინა: ხელოვნური ინტელექტი და მედიცინა: 1995 წლიდან დღემდე • AI მოვლენა: DOE და ხელოვნური ინტელექტი: 1000 წლიანი ნახტომი მეცნიერებაში • Blog: VibeCoding – როგორ შეიცვალა კოდის წერა • AI მედიცინა: OpenAI-მ და Ginkgo-მ „ავტონომიური ლაბორატორია“ შექმნეს • Anthropic: Anthropic-მა Claude 4.6 გამოუშვა