მე ვარ გიორგი, მე-11 კლასის მოსწავლე ერთ-ერთი კონკურსის მონაწილე.
ჩვენი გუნდი აკეთებს საგანმანათლებლო მობილურ აპლიკაციას, სადაც მომხმარებელი დიალოგში შედის #ChatGPT-ის მსგავს #AI-სთან. #AI იმუშავებს მკაცრად წინასწარ გაწერილი პრომპტებით.
რადგან დროში და ფინანსებში შეზღუდულები ვართ, ვფიქრობთ აპლიკაციის FlutterFlow-ით აწყობას, ნულიდან კოდის წერის ნაცვლად.
რეალურად რამდენად გამართულად იმუშავებს FlutterFlow-თი აწყობილი ასეთი აპლიკაცია? ხალხი რომ შემოვა, ხომ არ გაჭედავს ან ხომ არ ექნება სისტემური პრობლემები?
ტექნიკური მხარისთვის გათვლილი გვაქვს FlutterFlow, #ChatGPT API და Firebase. კიდევ რა ინსტრუმენტი ან კომპონენტი დაგვჭირდება აუცილებლად, რომ აპლიკაციამ ივარგოს და მომხმარებელს ნორმალურად მოემსახუროს?
თქვენი გამოცდილებიდან, რამდენად რეალურია, რომ სკოლის მოსწავლეების გუნდმა (მათ შორის 17 წლის დეველოპერმა) შეძლოს ამ ინსტრუმენტებით მომუშავე აპლიკაციის აწყობა და გაშვება?
დიდი მადლობა წინასწარ დროისთვის! თქვენი რჩევა დაგვეხმარება, რომ ტყუილად არ დავკარგოთ დრო არასწორ ტექნოლოგიაზე.
რა არის AI კითხვა-პასუხი?
AI კითხვა-პასუხი არის LLM.GE-ის ქართული სადისკუსიო სივრცე, სადაც შეგიძლია დასვა პრაქტიკული კითხვა ხელოვნურ ინტელექტზე, გაუზიარო სხვებს გამოცდილება ან დაეხმარო მომხმარებელს, რომელსაც მსგავსი პრობლემა უკვე გადაუჭრია.
აქ შეგიძლია იკითხო ChatGPT-ის, Gemini-ის, Grok-ის, Claude-ისა და სხვა AI მოდელების შესახებ. სივრცე ასევე განკუთვნილია პრომპტების, კოდის, AI ინსტრუმენტების, ავტომატიზაციისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროექტების განსახილველად.
კითხვის დასასმელად რეგისტრაცია საჭირო არ არის. დაწერე მოკლე სათაური, აღწერე კონკრეტული ამოცანა და მიუთითე, რა შედეგის მიღებას ცდილობ. კარგად ჩამოყალიბებული კითხვა სხვა მკითხველებს ზუსტი და სასარგებლო პასუხის გაცემას გაუადვილებს.
რა თემებზე შეგიძლია კითხვის დასმა?
- AI მოდელების შერჩევა: რომელი მოდელი ჯობს ტექსტისთვის, ქართულად მუშაობისთვის, კვლევისთვის, კოდისთვის ან სხვა კონკრეტული დავალებისთვის.
- ChatGPT, Gemini და Claude: ფუნქციები, განსხვავებები, გამოყენების გზები და გავრცელებული პრობლემები.
- პრომპტების გაუმჯობესება: როგორ ჩამოაყალიბო მოთხოვნა ისე, რომ AI-მ უფრო ზუსტი და გამოსადეგი შედეგი მოგცეს.
- AI ინსტრუმენტების მოძებნა: ტექსტის, სურათის, ვიდეოს, ხმის, კოდის, სწავლისა და სამუშაო პროცესების შესაბამისი სერვისების შერჩევა.
- კოდი და AI პროექტები: API, ავტომატიზაცია, AI აგენტები, ვებგვერდები, აპლიკაციები და ტექნიკური პრობლემები.
- AI სიახლეების განხილვა: ახალი მოდელები, პროდუქტები, კვლევები და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებები.
თუ ჯერ არ იცი, რომელი სერვისი შეარჩიო, გადახედე ჩვენს AI ინსტრუმენტების კატალოგს. მზა დავალებებისა და ტექსტური შაბლონებისთვის შეგიძლია გამოიყენო AI პრომპტები ქართულად, ხოლო ახალი მოდელებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად ნახავ LLM.GE-ის მთავარ გვერდზე.
როგორ დასვა კარგი კითხვა AI-ზე?
არ არის საჭირო კითხვის პროფესიონალური ტერმინებით დაწერა. მთავარია, ზუსტად აღწერო ამოცანა, გამოყენებული ინსტრუმენტი და მიღებული შედეგი. თუ შეცდომას აწყდები, მიუთითე რას აკეთებდი შეცდომის გამოჩენამდე.
მაგალითად, ზოგადი კითხვის ნაცვლად – „რომელი AI არის კარგი?“ – დაწერე: „რომელი AI მოდელი გამომადგება ქართულად გრძელი დოკუმენტების შესაჯამებლად?“ ასეთი ფორმულირება აჩვენებს კონკრეტულ მიზანს და უკეთესი პასუხის მიღების შესაძლებლობას ზრდის.
შეგიძლია კითხვას დაურთო სურათის ან YouTube ვიდეოს ბმულიც. თუმცა საჯაროდ არ გამოაქვეყნო პაროლები, API გასაღებები, პირადი დოკუმენტები ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია.
AI კითხვა-პასუხის წესები
- დაწერე კონკრეტულად და თემასთან დაკავშირებულად.
- პატივისცემით უპასუხე სხვა მონაწილეებს.
- არ გამოაქვეყნო რეკლამა, სპამი ან ერთი და იგივე ტექსტი რამდენჯერმე.
- თუ პასუხი ვარაუდს ეფუძნება, მკაფიოდ მიუთითე ამის შესახებ.
- სამედიცინო, სამართლებრივი და ფინანსური საკითხების პასუხები პროფესიონალურ კონსულტაციას ვერ შეცვლის.
ხშირად დასმული კითხვები
რეგისტრაცია აუცილებელია?
არა. კითხვის დასმა და პასუხის გამოქვეყნება რეგისტრაციის გარეშე შეგიძლია. საჭიროა მხოლოდ სახელის მითითება.
ელფოსტის მითითება სავალდებულოა?
არა. ელფოსტა სურვილისამებრ იწერება და საჯაროდ არ გამოჩნდება. მისი მითითების შემთხვევაში ახალი პასუხის შესახებ შეტყობინების მიღება შეგეძლება.
ვინ პასუხობს კითხვებს?
კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლიათ სხვა მკითხველებსა და LLM.GE-ის გუნდს. ადმინისტრატორის პასუხი სპეციალური LLM.GE ნიშნით გამოჩნდება.
შეიძლება კითხვა ქართულად დავწერო?
დიახ. ეს სივრცე სწორედ ხელოვნური ინტელექტის საკითხების ქართულად განხილვისთვის შეიქმნა.
რატომ არ გამოჩნდა ჩემი კითხვა დაუყოვნებლივ?
ზოგიერთი ჩანაწერი სპამისგან დაცვის მიზნით შეიძლება შემოწმებაზე გადავიდეს. დამტკიცების შემდეგ ის კითხვების საერთო ლენტაში გამოჩნდება.