OpenAI-ის შექმნის ისტორია – ანუ ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებრივ ცხოვრებაში

OpenAI-ის შექმნის ისტორია

OpenAI-ს შექმნის ისტორია ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თავგადასავალს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეპოქაში. ეს ისტორია იწყება 2015 წელს, როდესაც ხელოვნური ინტელექტმა დაიწყო საზოგადოების, მეცნიერების და ტექნოლოგიური ელიტის ყურადღების მიპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ შორს იყო იმ დონიდან, რასაც დღეს ვხედავთ, ბევრი მოაზროვნე უკვე გრძნობდა, რომ ის გახდებოდა კაცობრიობის მომავლის განმსაზღვრელი ძალა. სწორედ ამ ღრმა განცდიდან დაიბადა იდეა, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს ღია, უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, რაც გახდა OpenAI-ის მთავარი მისია.

ელონ მასკი

OpenAI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გახლავთ ელონ მასკი, ადამიანი, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესთან დაკავშირებულ თითქმის ყველა მნიშვნელოვან სფეროში ოპერირებს: კოსმოსი, ელექტრომობილები, ნეიროტექნოლოგია, სოციალური მედია. მასთან ერთად იყვნენ სემ ალტმანი, რეიდ ჰოფმანი, პიტერ თილი, გრეგ ბროკმანი და სხვა ინვესტორები და მკვლევრები, რომელთაც სჯეროდათ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება არ უნდა გამხდარიყო მხოლოდ მსხვილი კორპორაციებისა და დახურული ლაბორატორიების პრივილეგია.

ამ პრინციპიდან გამომდინარე, OpenAI თავდაპირველად დაარსდა როგორც არაკომერციული ორგანიზაცია. მათ გააჟღერეს იდეა, რომ შექმნიდნენ ხელოვნურ ზოგად ინტელექტს (AGI), რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ ჭკვიანი მანქანა, არამედ იქნებოდა სისტემა, რომელიც პრინციპში გადააჭარდბებდა ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში.

თუმცა, ელონ მასკმა დატოვა OpenAI-ის დირექტორთა საბჭო 2018 წელს. ოფიციალურად, გადაწყვეტილება კონფლიქტის თავიდან აცილებას უკავშირდებოდა, რადგან Tesla ავითარებდა საკუთარ AI სისტემას. თუმცა კულისებს მიღმა უთანხმოება არსებობდა OpenAI-ის სტრატეგიულ კურსზე — მასკი ემხრობა უფრო აგრესიულ მიდგომას, მაშინ როცა სხვა წევრები კონსერვატიულ, უსაფრთხო განვითარების მოდელს ირჩევდნენ. მოგვიანებით მან გააკრიტიკა OpenAI კომერციული პარტნიორობებისთვის და განაცხადა, რომ ორგანიზაციამ გადაუხვია მის საწყის ღირებულებებს და საკუთარი AI კომპანია xAi დააფუძნა, რომელმაც თავის მხრივ ჩათბოტი შექმნა, რომელსაც Grok-ის სახელით ვიცნობთ. მასკი პერიოდულად დღემდე აკრიტიკებს სემ ალტმანს და მას დამცინავად „სკამ ალტმანსაც“ კი უწოდებს.

სემ ალტმანი

OpenAI-ის პირველი ხილული წარმატებები მოიცავდა მოდელებს, რომლებიც თამაშობდნენ Atari-ს თამაშებს ისე რომ თავად სწავლობდნენ სტრატეგიებს, ხოლო შემდეგმა მოდელმა Dota 2-ში დაამარცხა პროფესიონალი მოთამაშეები. მაგრამ ნამდვილი გარღვევა მოხდა GPT მოდელების სერიით. პირველი GPT გამოქვეყნდა 2018 წელს, თუმცა მას მოჰყვა GPT-2 2019 წელს, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა, რადგან მისი შემქმნელები თავიდან თავს იკავებდნენ მოდელის სრული გამოქვეყნებისგან — შიშობდნენ, რომ ის შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო დეზინფორმაციის გავრცელებისთვის და ბოროტი მიზნებისათვის.

მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა მაშინ, როდესაც OpenAI-მ 2019 წელს გამოაცხადა, რომ ქმნიდა OpenAI LP-ს — მომგებიანი შვილობილი კომპანიის მსგავს სტრუქტურას, რომელსაც ერქვა capped-profit. ამ მოდელის მიხედვით, ინვესტორებს შეეძლოთ მოგება, მაგრამ მხოლოდ გარკვეული ზღვრამდე. სწორედ ამ ეტაპზე Microsoft გახდა OpenAI-ის მთავარი ტექნოლოგიური პარტნიორი და ინვესტორი, რაც უზრუნველყოფდა ინფრასტრუქტურას მომავალი მოდელების დასატრენინგებლად.

2020 წელს გამოქვეყნდა GPT-3 — მილიარდობით პარამეტრის მქონე ენობრივი მოდელი, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა იმაზე, რას ნიშნავს „ჭკვიანი კომპიუტერი“. GPT-3 გახდა საფუძველი ისეთი პლატფორმებისა, როგორიცაა ChatGPT, და გამოიწვია მსოფლიო მასშტაბით ტალღა ახალი სტარტაპებისა და AI-ბიზნესების.

OpenAI არ შემოიფარგლა მხოლოდ ტექსტით. DALL·E, CLIP და Whisper — ეს მოდელები ვიზუალურ ხელოვნებაში, აუდიოში და მეტამოწყობილობების სფეროშიც ავითარებდნენ AI-ს შესაძლებლობებს. DALL·E-მ საშუალება მისცა ხალხს ტექსტის მიხედვით შეექმნათ სურათები, Whisper-მა კი ავტომატური თარგმნა და ტრანსკრიფცია გახადა ყველასთვის ხელმისაწვდომი.

2022 წელს ChatGPT-ის გამოჩენამ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ OpenAI მასშტაბურად შევიდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მილიონობით ადამიანი ყოველდღე ურთიერთობდა გენერაციულ მოდელთან, რომელიც ასახავდა ინტელექტის, ერუდიციისა და დიალოგის ახალ სტანდარტს.

დღეს უკვე არსებობს ისეთი მოდელები როგორებიცაა: GPT3, GPT4, GPT4o3, GPT4o-mini და არაერთი ექსპერტი პროგნოზირებს რომ GPT5-იც მიმდინარე წელს გახდება ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უდრო დიდ გარღვებებს მოიტანს არაერთ სფეროში.

მთელი ამ გზის განმავლობაში OpenAI იყო ერთგვარი არქიტექტორი თანამედროვე AI ეპოქისა — მის იდეებში, მიღწევებსა და სტრატეგიებში აისახა როგორც ტექნოლოგიური სიზუსტე, ისე ღრმა მორალური დილემა: როგორ დავაკავოთ ის, რაც შეიძლება გამოვიდეს კონტროლიდან? როგორ უზრუნველვყოთ, რომ უძლიერესი ინტელექტი ემსახურება არა მხოლოდ კომპანიის მიზნებს, არამედ კაცობრიობის ინტერესს? ამ კითხვებზე OpenAI დღემდე აგრძელებს პასუხის ძიებას.